in

Apple-მა, iPhone-ის მომხმარებლებში, ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები და თამაშები დაასახელა

ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა, ტრადიციულად, წლის ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები და თამაშები წარადგინა. 2019 წლისთვის, iPhone-ის მომხმარებელთა აქტივობის მიხედვით, უფასო მობილური აპლიკაციების ლიდერ სამეულში YouTube, Instagram და Snapchat არიან. რაც შეეხება თამაშებს, წლის განმავლობაში, iPhone-ის მომხმარებლები, ყველაზე ხშირად, Mario Kart Tour-ს, Color Bump-სა და 3Daquapark.io-ს იწერდნენ.

გარდა უფასო აპლიკაციებისა და თამაშებისა, იყო წლის მობილური თამაშის ნომინაციაც, რომელში გამარჯვებაც Sky: Children of the Light-ს ერგო. ასევე იყო მხოლოდ iOS სისტემებისთვის ხელმისაწვდომი აპლიკაციების ნომინაციაც, რომელშიც Spectre Camera-მ გაიმარჯვა. ეს აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისათვის, რომ მოყვარულ ფოტოგრაფს პროფესიონალური ფოტოს გადაღებაში დაეხმაროს. აპლიკაციების სრულ რეიტინგს შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

Protected: “ნაბერაულის” გაცოცხლებული ლეგენდა და ახალი რაჭული გემოები

როგორი უნდა იყოს თიმბილდინგის ღონისძიებები – „კატალისტ გლობალის“ პროგრამები საქართველოში