Apple-ის უახლესი ფილმი Shot on iPhone ტრადიციულ მექსიკურ ისტორიებს ეპიკურ ვესტერნულ და ვიდეო თამაშთა თავგადასავალად გარდაქმნის. El Lazo de Petra ცოცხალი მოქმედებებისა და პიქსელური ხელოვნების ნაზავია, რომელიც პატივს მექსიკელი ქალების სიძლიერეს მიაგებს. ამას კი ბებიის შვილიშვილისთვის მოთხრობილი ამბით აკეთებს, რომელშიც გმირი Petra ტრადიციული მექსიკური ლეგენდების ქმნილებებს ამარცხებს, იქნება ეს La Llorona, El Coco თუ Chaneques.
ასე ეფლის ტრადიცია გააგრძელეს, რომელიც iPhone-ით გადაღების შემოქმედებით შესაძლებლობებს ასახავს. ამიტომაც ფილმში iPhone 16 Pro-ს კინემატოგრაფიული მახასიათებლებია გამოყენებული, მათ შორის შენელებული კადრები, Action-ისა და Cinematic-ის რეჟიმები, 5x ოპტიკური ზუმი, LiDAR სკანერთან ერთად, რათა 16-ბიტიანი ვიდეო თამაშის ესთეტიკა და იმერსიული გამოცდილება შეექმნათ. შედეგი თავად შეაფასეთ:
აღსანიშნავია, რომ აქამდე ეფლმა ფილმი ჩინური ახალი წლისთვის გადაიღო…












