in

როგორი იქნება iPhone-ის ახალი მოდელები?!

veon
veon

ოფიციალურ პრეზენტაციამდე რამდენიმე საათითი ადრე, Apple-ის ახალი „სმარტფონების“ ვიზუალები გავრცელდა. უკვე ცნობილია, როგორი იქნება ბიუჯეტური iPhone XC და განახლებული მოდელები:  iPhone X Plus  iPhone X.

iPhone XC

ახალი „აიფონები“, მსოფლიოს, ანტრეპრენუარმა და დიზაინერმა Ben Geskin-მა გააცნო.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის „სმარტფონებს“ შორის ყველაზე იაფი, iPhone XC 6.1-ინჩიანია და  LCD  ეკრანი აქვს. განახლებული, X სერიის მოდელები კი ( iPhone Xs და iPhone Xs Max), OLED ეკრანით, უფრო სწრაფი A12 პროცესორითა და გაუმჯობესებული კამერითაა აღჭურვილი.

გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სტაფილოსფერ iPhone XC-თან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა. ასევე, დადასტურდა მოარული ხმები, რომ Apple-ის ახალი „სმარტფონებიდან“ ერთ-ერთი აუცილებლად იქნებოდა ყავისფერი.

შეგახსენებთ, ამ მოდელების პრეზენტაცია დღეს, 12 სექტემბერს, კუპერტინოში, Apple Park-ის კამპუსში  გაიმართება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ბრენდი, ღონისძიებაზე ახალ  Apple Watch-ს, iPad-სა და MacBook-საც წარადგენს.

Emporio Armani-ის ვიდეორგოლი, თაკო ნაცვლიშვილის მონაწილეობით!

Just Do It! იმიტომ, რომ ამისთვის ხარ დაბადებული! – Nike-ის ვიდეორგოლი