in

Apple iPhones-ების გამოშვებას წელიწადში ორჯერ აპირებს

როგორც ჩანს, ეფლი იმ კალენდრის შეცვლას აპირებს, რომელმაც iPhone-ების ეპოქა განსაზღვრა… თუ აქამდე ტელეფონის ყველა ახალ მოდელს ერთ დღეს უშვებდა, ახლა კომპანია წელიწადში ორჯერ აპირებს სიახლეების გამოშვებას: სავარაუდოდ, შემოდგომაზე პრემიუმ მოწყობილობებს შესთავაზებს მომხმარებლებს, რასაც მოჰყვება სტანდარტული და ხელმისაწვდომი მოდელები შემდგომი წლის გაზაფხულზე.

თუმცა, როგორც ჩანს, მრავალი მოწყობილობის ერთ დღეს გამოშვებამ საინჟინრო გრაფიკები წნეხის ქვეშ დააყენა, მარკეტინგული ვადებიც და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებიც გაამწვავა…

ამ ყველაფრის მიხედვით, შესაძლოა, 2026 წლის შემოდგომაზე iPhone 18 Pro, Pro Max და Apple-ის დიდი ხნის ნანატრი დასაკეცი მოწყობილობა გამოვიდეს. 2027 წლის გაზაფხულზე კი საბაზისო iPhone 18 და უფრო ბიუჯეტური iPhone 18e. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობების განცალკევებულად გამოშვება ფლაგმანურ მოდელებზე სრული კონცენტრირების საშუალებას იძლევა, როცა გაზაფხულზე ყურადღების ცენტრში უფრო გაყიდვადი მოდელები მოექცევა. 

ექსპერტების ვარაუდით, ეს ეფლის კონკურენტუნარიანობასაც გაზრდის — მოდელების წელიწადში ორ ეტაპად გამოშვება კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად უპასუხოს კონკურენტებს, წარმოების პროგნოზებიც განაახლოს და გაყიდვის ციკლებიც შეამსუბუქოს, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე იზრდება. ხოლო წარმოების უფრო ფართო ვადებში გადანაწილებამ, შესაძლოა, ზეწოლისგან გაათავისუფლოს კომპანია და ის პრობლემებიც დაიყვანოს მინიმუმამდე, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის წარმოებას ახლავს თან. 

როგორ შეცვალა NGS Group-ის ღონისძიებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ხედვა

საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს – საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი