in

აი, რატომ იწყება Apple-ის ზოგიერთი პროდუქტის დასახელება ასოთი “i”

პრეფიქსს რამდენიმე სიმბოლურ-იდეური დატვირთვა აქვს

iPhone, iPad, iPod… Apple-ის საუკეთესო პროდუქტების უმეტესობა იწყება ასოთი “i” და ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ ეს პრეფიქსი და რას უკავშირდება ის?

Liffit
Liffit

საიდან გაჩნდა “i”?

1998 წელს ეფლმა თავისი პირველი პროდუქტი, iMac წარადგინა. ეს სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ინტერნეტი ნელ-ნელა ძალიან დიდ პოპულარობას იძენდა. ეფლი კი კომპიუტერების ნომერ პირველ გაყიდვების წერტილად იქცა – iMac-ის გლუვ და კომპაქტურ გარეგნობასთან ერთად, აღნიშნული კომპიუტერის მეშვეობით, ინტერნეტთან კავშირი უფრო სწრაფი და ადვილი გახდა.

iMac-ის წარდგენისას Apple-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ კომპიუტერი მომხმარებლებს ინტერნეტის თანმხლები უამრავი შესაძლებლობით სარგებლობაში ეხმარება. ამრიგად, “i” როგორც ინტერნეტი, ხოლო Mac როგორც Macintosh.

ამასთან, როგორც სტივ ჯობსმა აღნიშნა, ეს განმარტება ერთადერთი არ არის. პრეზენტაციის დროს მან აჩვენა სლაიდი, პრეფიქსის სხვადასხვა მნიშვნელობით:

ინტერნეტი: ზემოთ განხილული მიზეზების გამო.

ინდივიდი: Apple-ს სურდა, iMac-ის უნიკალური შესაძლებლობების მეშვეობით, მომხმარებლებს საკუთარი თავი გამოეხატათ და გაეზარდათ პერსონალობა.

ინსტრუქცია: იმისათვის, რომ ხაზგასმით აღენიშნათ პროდუქტის მიზანი როგორც სასწავლო ინსტრუმენტი საკლასო ოთახებსა და მის ფარგლებს გარეთ.

ინფორმირება: იმის აქცენტირება, თუ რამდენს ისწავლის ადამიანი კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით.

შთაგონება (Inspire): რადგანაც ეფლმა iMac იმისათვის შექმნა, რომ მომხმარებლებში საოცარი პროდუქტებისა და კონტენტის შექმნის შთაგონება გაზარდოს.

iBook და iMac-მა პირველებმა გამოიყენეს ასო “i”. 1998 წლის დებიუტის შემდეგ ეფლმა მრავალი სხვა სამომხმარებლო პროდუქტი შექმნა, მათ შორის iPod, iPhone და iPad.

რატომ არ იწყება Apple-ის ზოგიერთი პროდუქტი ასოთი “i”?

ეფლის ბევრმა ბოლოდროინდელმა პროდუქტმა, მაგალითად, Apple TV-მ და Apple Watch-მა, დასახელების ახალი ფორმა მიიღო. ამ შემთხვევაში კომპანიამ ამოიღო პრეფიქსი და საერთო სახელი აირჩია, რომელსაც ზოგჯერ ეფლის ლოგოც ახლავს.

შესაძლოა, კომპანიამ ასეთი დასახელება იმის გამო აირჩია, რომ თავიდან აეცილებინა სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. მაგალითად, 2007 წელს iPhone-ის გამოშვების შემდეგ იურიდიული ბრძოლა გაიმართა Cisco Systems-თან, რადგან კომპანიას უკვე ჰქონდა იგივე დასახელების პროდუქტი.

“i”-დან Apple-მდე და Air-მდე

ეფლმა “i” პრეფიქსის გზიდან გადასვლა 2014 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა პირველი Apple Watch წარადგინა. ამას მოჰყვა AirPods, AirTags… და იქნებ, ერთხელაც AirPhone-ც ვიხილოთ?

კიდევ ერთი ქართველი Microsoft-ში, ამჯერად, მონაცემთა მეცნიერის სტატუსით

შესაძლოა, Microsoft-ის ემოჯი Clippy დაბრუნდეს!