in

Apple-ის პრემიუმ რესელერში #backtoschool აქცია დაიწყო

Apple-ის პრემიუმ რესელერ მაღაზიაში iSpace #backtoschool აქცია დაიწყო, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ 400₾-მდე ფასდაკლებით Mac-სა და iPad-ზე და 15%-მდე ფასდაკლებით ყველა აქსესუარზე. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი კუბლაშვილი ამბობს, მათი ბრენდი სტატუსით APR (Apple Premium Reseller) არის, შესაბამისად, უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამიტომ, როცა ჩნდება შეკითხვა, „სად შევიძინო Apple-ის პროდუქცია?“, მომხმარებლებს ურჩევს, უპირატესობა iSpace-ს მიანიჭონ.

გიორგი კუბლაშვილი: iSpace არის Apple-ის მაღაზია სტატუსით APR (Apple Premium Reseller). იმისათვის რათა მაღაზია გახდეს APR, უნდა აკმაყოფილებდეს Apple-ის უმაღლეს სტანდარტებს. აქ პროდუქცია და სერვისი ერთ დონეზეა წარმოჩენილი. ჩვენს მაღაზიაში საუკეთესო კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად, საუკეთესო სერვისიც დაგხვდებათ.

М: რას ნიშნავს Premium Reseller და რით განსხვავდება Authorized Reseller–სგან?

განსხვავება არის თვითონ მაღაზია. APR არის Apple-ის ფრენჩაიზი. შესაბამისად, მაღაზიის ინტერიერის დიზაინი იქმნება Apple-ის მიერ, სტანდარტების სრული გათვალისწინებით.

მაღაზიაში წარმოდგენილია, მხოლოდ Apple-ის პროდუქცია განსხვავებით AAR-ებისგან (Apple Authorized Reseller). მაღაზიის თითოეული კონსულტანტი დატრენინგებულია Apple-ის ტრენინგ პროგრამით – SEED, რაც საუკეთესო მომსახურების გარანტია.

М: რა კონკურენტული უპირატესობა აქვს iSpace-ს?

საქართველოს ბაზარი გაჯერებულია Apple-ის არაოფიციალური, ე.წ. ნაცრისფერი პროდუქციით, რომელსაც APR-ში შეძენილი პროდუქციისგან განსხვავებით, არ აქვს ოფიციალური საერთაშორისო და ლოკალური გარანტია.

„iSpace-ში განთავსებულია Apple-ის აქტუალური
პროდუქციის სრული line-up.“

აღსანიშნავია, რომ iSpace-ში განთავსებულია Apple-ის აქტუალური პროდუქციის სრული line-up. სამივე ფილიალში წარმოდგენილია Flex მაგიდა, რომელიც პროდუქტის შემოწმებასთან ერთად, მისი საბაზისო ფუნქციების სწავლის საშუალებას იძლევა.

ამასთან ერთად, მაღაზიის თითოეული კონსულტანტი გადის სავალდებულო Apple-ის ტრენინგებს და ყოველი თვის ბოლოს აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას. ეს საშუალებას გვაძლევს, ქართველ მომხმარებლებს შევუქმნათ საუკეთესო გამოცდილება Apple-ის პროდუქციის შეძენისას.

М: რა უპირატესობა აქვს iSpace–ის პროდუქციის გარანტიას?

iSpace-ში ნაყიდ პროდუქციას, სხვებისგან განსხვავებით, ემსახურება საქართველოში Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრი iSupport.

„iSpace-ში შეძენილ პროდუქციას მოჰყვება
1 წლიანი შეცვლითი გარანტია…“

ასევე აღსანიშნავია, რომ iSpace-ში შეძენილ პროდუქციას მოჰყვება 1 წლიანი შეცვლითი გარანტია. გარანტიის ფარგლებში, 365 დღის განმავლობაში, ნებისმიერი ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენი პროდუქტი შეიცვლება ახლით, ან მოხდება ქარხნულ მდგომარეობამდე დაბრუნება (MacBook-ების რიგი დაზიანებების შემთხვევაში).

М: რით განსხვავდება iSpace-ის მომსახურება კონკურენტებისაგან?

ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად პროდუქციაც და სერვისიც უმაღლესი დონის არის. პროდუქციის ჩვენთან შეძენისას თამამად შეგიძლია გვენდო და არ გადაამოწმო მოწყობილობის ოფიციალურობა.

М: შესაძლებელია თუ არა განვადებით შეძენა და გაქვთ თუ არა ადგილზე მიტანის სერვისი?

iSpace-ს აქვს „ონლაინ“ ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტი. მოხმარებელი სარგებლობს უფასო და სწრაფი მიტანის სერვისით, უფასო „ონლაინ“ ვიდეო კონსულტაციით და „ონლაინ“ განვადებით. მათ შორის Space-ის სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით.

М: რამდენი ხანი გაგრძელდება Backtoschool აქცია და რა პროდუქცია შედის მასში?

#backtoschool აქცია გაგრძელდება ერთი თვე – 18 სექტემბრამდე. მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ 400₾-მდე ფასდაკლებით Mac-სა და iPad-ზე და 15%-მდე ფასდაკლებით ყველა აქსესუარზე.

iSpace-ის პირველი მაღაზია 2017 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა, რაც საქართველოში Apple premium Reseller-ის დონის მაღაზიის გახსნის პირველი პრეცედენტი გახლდათ.

 

iSpace-ს, თბილისის მასშტაბით, 3 ფილიალი აქვს – „გალერია თბილისში“, მე-2 სართულზე, „თბილისი მოლში“ მე-2 სართულზე და მე-3 ფილიალი, რომელიც წელს 21 თებერვალს გაიხსნა, მდებარეობს „საბურთალო სითი მოლის“ Premium Space-ში. 

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ iSpace–ში გეგმავენ ახალი ფილიალის გახსნას ბათუმში.

 

პარტნიორის კონტენტი 

ქეთი რატიანმა Microsoft-ის უმაღლესი ჯილდო, Platinum Club დაიმსახურა!

TOP 5 აქტივობა, რაც ბათუმს თავიდან აღმოგაჩენინებთ