6
დეკ
2017

8 დეკემბერს თბილისში Apple Premium Reseller-ის პირველი მაღაზია iSpace გაიხსნება!

6 დეკ 2017

8 დეკემბერს გალერია თბილისში საზეიმოდ გაიხსნება პირველი Apple Premium Reseller-ის მაღაზია iSpace, სადაც სტუმრებს დახვდებათ 20%-იანი ფასდაკლება iPad-ის პლანშეტებზე Mac-ის კომპიუტერებზე და iPhone-ის სმარტფონებზე. ფასდაკლებასთან ერთად, სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ცოცხალი მუსიკა ცნობილი ბენდის შესრულებით.

BOG PLUS

 

გახსნის დღეს საჩუქრის მიღების საშუალება მიეცემა ყველა მოსულ სტუმარს. აქცია შეეხება Apple-ის სხვადასხვა პოპულარულ პროდუქტს. მათ შორის ნებისმიერი ფერის iPhone 7 (32GB) გახსნის დღეს ეღირება 1519 ლარი, ნაცვლად 1899 ლარისა, iPhone 8 (64GB)-ის ფასი 2499 ლარიდან 1999 ლარზე დაიწვეს, ულტრა თხელი 13inch MacBook air-ის ღირებულება 2999 ლარიდან  2399 ლარზე ჩამოვა, ხოლო უახლესი MacBook Pro-ს ფასი კი 4520 ლარის ნაცვლად 3599 ლარად გაიყიდება. ასევე, ფასდაკლება გავრცელდება 2017 წლის ბოლო მოდელის iPad-ზე (32GB), რომელიც 1140 ლარის ნაცვლად 899 ლარად გაიყიდება და ბოლოს უახლესი მოდელის სმარტფონი iPhone X 3799 ლარის ნაცვლად 3499 ლარად დახვდება ჩვენს მომხმარებლებს.

აღნიშნული პროდუქციის ფასები გახსნის დღეს ყველაზე გამორჩეული იქნება მსოფლიოში. “საქართველოში ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია, ფასები შეიძლება იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს, ვიდრე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. აქამდე ვინც ცდილობდა შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. “შავ ბაზარზე” შეძლებენ ოფიციალური პროდუქციის მიღებას ბევრად მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს… ”- განმარტეს iSpace-ში.

პლანშეტები და კომპიუტერები ხელმისაწვდომი იქნება iSpace-ის გახსნისთანავე, რომელიც შედგება 8 დეკემბერს 19:00 საათზე “გალერია თბილისის” მეორე სართულზე. სპეციალური ფასები იმოქმედებს მხოლოდ გახსნის დღეს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

მეორე სართულის ატრიუმში მოეწყობა Apple-ის სამყარო სხვადასხვა გასართობი ზონებით, მათ შორის: ცოცხალი შესრულება პოპულარული ბენდის მიერ, საინტერესო ფოტო ზონა, ბავშვების გასართობი კუთხე, “bubble” შოუ და სხვა. გასართობი ზონების გარდა, სტუმრები შეძლებენ შეისწავლონ iPad-ზე ხატვა და თავად გახდნენ მხატვრის ინსპირაციის წყარო. ყველა სტუმარს მიეცემა შანსი მოიპოვოს საჩუქარი ღონისძიების მსვლელობის დროს.

 

[R]

განხილვა