პროექტი პირველი გადადგმული ნაბიჯია ვირტუალური გამოცდილებისაკენ, ან მეტავერსისაკენ როგორც ამას მარკ ცუკერბერგი უწოდებს.
Apple-ის პრემიუმ პარტნიორმა შექმნა რითეილ მაღაზიის ვირტუალური ასლი, სადაც მომხმარებლებს შეგვიძლია ისეთივე შოპინგ გამოცდილების მიღება, რომელსაც ოფლაინ შოპინგისას გვხვდება.
პროექტი სულ რამოდენიმე დღეა რაც ჩაეშვა და ჩვენი დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტის შესახებ ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გავესაუბრეთ iSpace მარკეტინგის მენეჯერს გიორგი კუბლაშვილს.
პირველ რიგში, რატომ უნდა ავირჩიოთ iSpace?
“ჩვენი მაღაზია მსოფლიოში ყველაზე ნოვატორი კომპანიის პრემიუმ პარტნიორია და ფლობს Premium Reseller ფრენჩაიზს. ეს ყველაფერი გარკვეული ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა Apple რითეილის სრული ნოუჰაუს დანერგვა და დიზაინი, რომელიც უშუალოდ Apple–ის მიერ არის შექმნილი. სწორედ ესაა, რაც iSpace-ს განსაკუთრებულად გამოარჩევს კონკურენტებისაგან.”
როგორ გაუმკლავდით პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს?
“პანდემიამ გამოიწვია ჩვენი პრიორიტეტების თითქმის სრულად გადართვა მომხმარებლებისთვის კომფორტული E-Commerse გამოცდილების შექმნაზე. აუცილებელი პირობას წარმოადგენდა ონლაინ გამოცდილების იმ დონემდე მიყვანა, რომ მომხმარებელს აღარ გასჩენოდა ოფლაინ ჩოპინგის სურვილი. სწორედ აქედან დაიბადა iSpace.ge დღევანდელი სახით.”
რატომ გადაწყვიტეთ ვირტუალური შოპინგის დანერგვა?
“პანდემიამ გამოიწვია ჩვენი პრიორიტეტების თითქმის სრულად გადართვა მომხმარებლებისთვის კომფორტული E-Commerse გამოცდილების შექმნაზე. აუცილებელი პირობას წარმოადგენდა ონლაინ გამოცდილების იმ დონემდე მიყვანა, რომ მომხმარებელს აღარ გასჩენოდა ოფლაინ ჩოპინგის სურვილი. სწორედ აქედან დაიბადა iSpace.ge დღევანდელი სახით.
ჩვენი საიტი საკმაოდ და შეიძლება ითქვას მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის სურვილებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საიტის ფორმატმა არ მოგვცა ისეთი გამოცდილების შექმნის საშუალება, რომელიც ოფლაინ შოპინგს გაუწევდა სრულფასოვან კონკურენციას.”
საიდან მოდის ვირტუალური შოპინგის ინსპირაცია?
“სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვირტუალური რეალობა აღმოჩნდა, აღმოვაჩინე ქართული კომპანია Fisheye-ის საკმაოდ საინტერესო პროექტი უძრავი ქონების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ხდებოდა სარეალიზაციო უძრავი ქონების ვირტუალური ასახვა. ინსპირაციაც სწორედ აქედან წამოვიდა. მივხვდით, ვირტუალური შოპინგის დანერგვით, სავსებით რეალური იყო ონლაინ და ოფლაინ გამოცდილების გაერთიანება და უნივერსალური გამოცდილების მიღება.”
“დღესდღეობით, ჩვენი ვირტუალური შოპინგი ერთადერთია როგორც ჩვენს რეგიონში, ისე აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ–ს მასშტაბით.”
არის რაიმე შეზღუდვა ვირტუალურ შოპინგთან წვდომაზე?
“არანაირი შეზღუდვა. ვირტუალ მაღაზიაში სტუმრობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. უფრო მეტიც, ვირტუალურ შოპს აქვს ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მხარდაჭერაც, რომელთა შეძენაც უკვე iSpace-შიც შესაძლებელია.”
ველოდოთ თუ არა საინტერესო სიახლეებს?
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვირტუალური რეალობა ჯერ ახლა იდგამს ფეხს და სულ ცოტა ხანში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას ამ მიმართულებით და ვეცდებით, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ არსებული გამოცდილება და უფრო მეტიც, დავნერგოთ სხვა სიახლეები.”
[პარტნიორის კონტენტი]