in

iPhone 16, AirPods 4 და სხვა სიახლეები, რომლებზეც Apple-ის ღონისძიებიდან გავიგეთ

veon
veon

ტრადიციულად Apple-ის Glowtime-ის ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად ფრაზა Coming later this year გაჟღერდა… ახალ, მსუბუქ Apple Watch Series 10-ს გვთავაზობენ, რომელსაც უფრო დიდი ეკრანი ექნება. ახალი ღილაკებიც გაგვაცნეს, ახალი ფერებიც და ყურსასმენები, რომელთა გამოყენებასაც სმენის აპარატის მსგავსად შევძლებთ. და თუ დიდი ტელეფონების მოყვარული ხართ, გეტყვით, რომ iPhone 16 Pro და Pro Max იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე. Apple Intelligence-იც აქ არის…

ქვემოთ კი მოდით, თითოეული სიახლე უფრო დეტალურად განვიხილოთ:

iPhone 16-ის ხაზს ღილაკი სპეციალურად კამერისთვის ემატება

მართალია, ძველი iPhone 16 და iPhone 16 Plus ძალიან ჰგავს iPhone 15-ს, თუმცა აქ სიახლე კამერის შეცვლილი დიზაინი და ორი ახალი ღილაკია, რომლებიც გვერდით გვხვდება. ყველაზე დიდი სიახლე Camera Control-ის ტაქტიკური ღილაკი გახლავთ — iPhone 16s-ზე კამერის აპლიკაციას ხსნის და ფოტოებს იღებს, სურათების გადაღების მარტივი მახასიათებლებიც შეუძლია შეცვალოს ისე, რომ ეკრანზე შეხების საჭიროება ნულამდე დაიყვანოს.

ამასთან, iPhone 16-ის ყველა ახალი მოდელი A18 Bionic CPU-ს იყენებს. A18 Pro-ს Pro და Pro Max ტელეფონებში უკეთესი GPU და NPU აქვს, თანაც ProMotion დისპლეის მხარდაჭერასაც გვთავაზობს. Pro მოდელებში კამერა კიდევ უფრო დაიხვეწა. დაპირებული AI ფუნქციები კი არ გამოვა მანამ, სანამ 20 სექტემბერს iOS 18, iPhone 16-თან ერთად, არ ჩაეშვება. 

Apple Watch Series 10 უფრო თხელია დიდი ეკრანით

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 30%-ით მეტი ეკრანის სივრცე აქვს, ჩარჩოების ზომისა და დახრილი დიზაინის ხარჯზე. წინა მოდელებზე თხელი და მსუბუქია. უკვე ორ ფერშიც შეგხვდებათ, იქნება ეს შავი ფერის ალუმინის თუ ტიტანის. ახალი საათი უფრო სწრაფადაც იმუხტება — 0-დან 80%-მდე ასვლას, სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება. 

ძილის მონიტორინგის განახლებული რეჟიმიც აქვს, რომელიც თქვენს მოძრაობებსა და სუნთქვას დააკვირდება დისტრესული ნიშნების გამოსავლენად. ახალი Apple Watch 20 სექტემბერს გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. 

Apple Watch Ultra 2 შავ ფერში გამოდის

თუ თავდაპირველი მოდელის ვერცხლისფერი ვიზუალი არ მოგწონდათ, შეგიძლიათ, უკვე არჩევანი შავ ფერზე გააკეთოთ. როგორც ვიგებთ, ნაკაწრებისადმი მდგრადია. მნიშვნელოვანი სიახლეა Tides-ის აპლიკაციაც, რომელიც მიქცევა-მოქცევის მარტივ გრაფიკულ მაჩვენებლებს შემოგთავაზებთ. 

AirPods 4-ზე შეგიძლიათ აირჩიოთ ANC

თუ დამატებითი ფულის გადახდა არ გსურთ AirPods Pro-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ხმაურის შემცირების (ANC) ფუნქციაზე მიიღოთ წვდომა, Apple ახალ ვარიანტებს შემოგთავაზებთ — AirPods 4-ის მოდელებს ახალი აკუსტიკური არქიტექტურა, დრაივერები და M2 ჩიპი აქვს. ამას გარდა, თუ ANC-ის ფუნქცია გსურთ, მსგავსი დიზაინით იგი 180 დოლარი ეღირება და პრემიუმ დასამუხტი ჩანთაც მოჰყვება, ხოლო ANC-ის გარეშე, ფასი 130 დოლარი იქნება. თუმცა ორივეზე მოახერხებთ Siri-სთვის პასუხების გაცემას ჟესტების საშუალებით.

AirPods Max დაბრუნდა

4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ეფლმა AirPods Max-ის ყურსასმენები განაახლა. ახლა კი Lightning-დან USB-C დამტენებზე გადართვას გვთავაზობენ. რამდენიმე ფერში გამოვა, რომელთა შორის ღია იასამნისფერიც იქნება და 550 დოლარი ეღირება — ესეც 20 სექტემბრიდან.

Apple-ის AirPods Pro 2 სმენის აპარატის მსგავსად იმუშავებს

Health-ის აპლიკაციას ახლა უკვე სმენის სექცია დაემატა, რომელშიც მარტივი ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სმენის ასისტენტია, რომელიც AirPods Pro 2-ში გვხვდება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ყურსასმენს სმენის დამხმარე აპარატად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მომხმარებლებისთვის კონკრეტულ ხმებს გააძლიერებს, რისი მორგებაც ინდივიდის საჭიროებებზე პარამეტრებიდან იქნება შესაძლებელი. 

როგორც ეფლი ამბობს, გლობალური ჯანდაცვის სააგენტოებიდანაც მალე მიიღებს ნებართვას, შემდგომ კი ფუნქციას ჯერ ამერიკაში და მოგვიანებით სხვა ქვეყნებში გახდის ხელმისაწვდომს… 

და თუ Apple-ის It’s Glowtime-ის ღონისძიების სრულად ნახვა გსურთ, ქვემოთ ვიდეოს დაგიტოვებთ:

საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პრემიუმ რესელერი iSpace-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ნაყიდ პროდუქციას საერთაშორისო გარანტია აქვს. iSpace-ის მაღაზიების დიზაინი თავად Apple-ის მიერაა შექმნილი, სადაც Apple-ის სტანდარტების სერვისის მიღებაა შესაძლებელი.

საქართველოში გაყიდვები 27 სექტემბრიდან დაიწყება.

ფესტივალი JAZZ&WINE Kakheti წელს მერვედ იმართება

დაბრუნების სეზონი დაიწყო – ველის ახალი კამპანია