in

Lockdown Mode — iPhone-ის ახალი ფუნქცია კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად

veon
veon

იმისათვის, რომ iPhone მომხმარებლები უკეთ დაიცვას ჯაშუშური თავდასხმებისგან, Apple-მა ახალი უსაფრთხოების ფუნქცია შექმნა, სახელწოდებით Lockdown Mode. იგი მიმდინარე წლის შემოდგომიდან iOS 16, iPadOS 16 და macOS Ventura-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

„მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს იქნება კიბერშეტევების სამიზნე, ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ იმ მომხმარებლების მცირე რაოდენობის დასაცავად, რომლებსაც ჰაკერები ემუქრებიან“, — აცხადებენ კომპანიაში. სწორედ ამ ინიციატივიდან მოდის აღნიშნული ფუნქციის იდეა.

ამოქმედების შემდეგ, Lockdown მოიცავს რამდენიმე დაცვას, მათ შორის შეტყობინებების დანართების დაბლოკვას, ბმულების გადახედვის გამორთვას და შემომავალი მოსაწვევების (როგორიცაა FaceTime ზარები) თავიდან აცილებას იმ მომხმარებლებისგან, რომელთანაც მანამდე არასდროს გქონიათ კონტაქტი.

ვინაიდან კომპანია დროთა განმავლობაში ფუნქციის გაუმჯობესებაზე მუშაობს, ის 2 000 000 დოლარამდე სთავაზობს Apple Security Bounty პროგრამის მკვლევრებს, რომლებიც კიბერშეტევებით დაზარალებული მომხმარებლებისთვის შესაბამის გამოსავალს პოულობენ.

გარდა ამისა, $10-მილიონიანი გრანტი ხელმისაწვდომი იქნება Ford Foundation-ის ღირსებისა და სამართლიანობის ფონდის ფარგლებში იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იძიებენ და ავლენენ მიზანმიმართულ კიბერშეტევებს. „ფორდის ფონდი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და დაქირავებული ჯაშუშური პროგრამების წინააღმდეგ ადვოკატირების მხარდასაჭერად“,  — აღნიშნა ლორი მაკგლინჩიმ, ფორდის ფონდის ტექნოლოგიებისა და საზოგადოების პროგრამის დირექტორმა.

Balenciaga-ს დინამიკის ჩანთები და სახის ფარები კიბორგებად გაქცევთ

მომავალ კვირას ჯეიმს ვების ტელესკოპი ისტორიას დაწერს!