წელს Apple-მა თავისივე მარტის ღონისძიება კი გამოტოვა, მაგრამ, ვხედავთ, 6 ახალი ლოგო შემოგვთავაზა. ამგვარად, 2024 წლის Let Loose-ის ღონისძიებისთვის, რომელიც 7 მაისს გაიმართება, ტექნოლოგიური გიგანტი თავისთვის ჩვეულ ერთი ბრენდინგის მიდგომიდან უხვევს და ათობით მხატვრულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
ტრადიციულად, Apple-ის ღონისძიების ლოგოები იმაზე მიგვანიშნებს, რასაც ამ ღონისძიებისგან უნდა ველოდოთ. ამჯერად კი სახელი Let Loose თავისთავად ორაზროვანია. 6 ემბლემა ხელით დახატული ხარისხით Apple Pencil-ზე მიგვითითებს, რაზე დაყრდნობითაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღონისძიებაზე მთავარი ფოკუსი ახალ iPad-ებზე გაკეთდება.
ამ სიახლეებს Apple-ის მთავარ გვერდზეც იხილავთ, სადაც თითოეული ლოგო შეხებისას მოძრაობს. მათ შორისაა ზეთოვანი სტილიც, გრადიენტები, რომლებიც შავ სილუეტში გადადის, ნახატი, რომელზეც სტილუსია გამოსახული და მრავალფეროვანი ვიზუალები, რომლებიც შემოქმედებითობას ეხმიანება.
როგორც ვიგებთ, ამ ამბავმა გულშემატკივრებისგან დიდი შექება დაიმსახურა, რადგან ფიქრობენ, რომ ამ გზით Apple ადამიანური შემოქმედების ღირებულებას ასახავს ციფრულ ეპოქაში, დროში, რომელშიც AI-მ თითქოს ყველაფერი მიისაკუთრა… თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა Apple-მა ერთი ღონისძიებისთვის მრავალი ლოგო შემოგვთავაზა. აქ 2018 წელი შეგვიძლია, გავიხსენოთ, როცა There’s More in the Making-ის ღონისძიებისთვის ბრენდმა 350 უნიკალური ლოგო შემოგვთავაზა: