in

7 მნიშვნელოვანი სიახლე Apple-ის ღონისძიებიდან

Apple-ის Let Loose-ის ღონისძიებიდან, რომელსაც ბრენდი 2 წელში ერთხელ ატარებს, ტრადიციულად ვიგებთ ახალი iPad-ების, აქსესუარებისა და პროგრამული განახლებების შესახებ. ახლა კი მათგან მნიშვნელოვან დეტალებს გაგიზიარებთ:

iPad Air with M2 chip

iPad-ების ხაზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ორი ზომაა — 11 და 13-დიუმიანი ეკრანები. პირველის ფასი 599 დოლარს, ხოლო მეორეს, 799 დოლარს შეადგენს, თანაც უკვე წინასწარი შეკვეთების მიღებაც დაწყებულია

iPad Pro with M4

მოკლედ გეტყვით, ყველაზე თხელ iPad-ად გვაცნობენ. ფასი 999 დოლარიდან იწყება, დანარჩენი კი თავად ნახეთ:

Apple Pencil Pro

თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple Pencil გაგვაცნეს და ამ დროის შემდეგ აქ არ გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი განახლება… ამჯერად კი Pencil Pro მომხმარებლებს ახალ სენსორებს სთავაზობს, რომლითაც იგი მეტად მოქნილი გახდება. რაც შეეხება ფასს, 129 დოლარს შეადგენს.

Magic Keyboard

განახლება Apple-ის კლავიატურასაც შეეხო, როგორც ამბობენ, სრულიად შეცვალეს, რათა მეტად თხელი და მსუბუქი ყოფილიყო და ახლა აქედან ეკრანის განათების კონტროლიც შეიძლება. ვერცხლისფერ და შავ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი, 11 და 13-ინჩიანი ვერსიებით, რომელთა ფასი 299-349 დოლარში მერყეობს.

Final Cut Camera

Final Cut Pro-ის უახლესი ვერსიაც ახალი ფუნქციით იქნება წარმოდგენილი, რომელიც გადაღების პროცესს მნიშვნელოვნად ააჩქარებს. Live Multicam-ს ეფლისგან გაბედულ ნაბიჯად თვლიან — თქვენს iPad-ს ფოტოკამერების სტუდიად გარდაქმნის, საშუალებას გაძლევთ, 4-მდე კამერას ერთდროულად ერთ სივრცეში დააკვირდეთ. დეტალების გასწორებაც დისტანციურად Final Cut Camera-ს აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი. 

ისიც მართალია, რომ Final Cut Pro iPad-ის სამყაროში უკვე დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ახალ M4 პროცესორთან დაწყვილებისას, იგი დესკტოპთან მიახლოებულ ვიდეოების რედაქტირების გამოცდილებას გთავაზობთ. თუ Apple-ს დავუჯერებთ, სიჩქარე M1 პროცესორებთან შედარებით, 2-ჯერ მეტია. 

AI ფუნქციები

ახალ iPad Air-ს ეფლი აღწერს, როგორც ყველაზე ძლიერ მოწყობილობას AI-სთვის. აქ კი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს მოიაზრებს, რომელთა შორისაცაა Visual Lookup, Subject Lift და Live Text Capture. რაღა თქმა უნდა, განახლებული M4-ის ჩიპიც, რომელიც AI სამუშაო დატვირთვის აჩქარებას მიუძღვნეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი 50%-ით გაუმჯობესებულ სიჩქარეს გვპირდება. 

უნდა ვახსენოთ Logic Pro-ც, რომელსაც ეფლმა ბასი და კლავიატურა დაამატა. აქვეა ახალი ChromaGlow, რომელიც სიმღერებს მეტ სითბოს შემატებს…

iPad-ის ფასი

ახალი iPad Air-ისა და iPad Pro-ის გამოშვებისას Apple-მა შემცირებული საწყისი ფასის შესახებაც განაცხადა — მეათე თაობის iPad-ის ღირებულება 349 დოლარამდე დაიყვანა, რაც 100 დოლარით ნაკლებია, მანამდე არსებულ საწყის ფასზე. 

დაბოლოს, თუ Apple-ის Let Loose-ის ღონისძიების სრულად ნახვა გსურთ, ვიდეოს დაგიტოვებთ:

Bliss Yoga — იოგა-პილატესის ახალი სტუდია

IKEA-მ პროდუქტები ზოდიაქოს მიხედვით გადაანაწილა