18
Jun
2019

Apple-ის ლოგოს შემქმნელის რჩევები დიზაინზე

18 Jun 2019

Apple-ის ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სავაჭრო სიმბოლოა. ლოგო რობ ჯენოფმა სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის ავტოფარეხში შექმნა, 1977 წელს. რობ ჯენოფი თითქმის 50 წელია, რაც დიზაინის ინდუსტრიაშია. ჯერ კიდევ 25 წლისაც არ იყო, Apple-ში რომ დაიწყო მუშაობა. წელს კი, D&AD-ის ფესტივალზე, დიზაინის შესახებ, საკუთარი მოსაზრება გაუზიარა აუდიტორიას. მისი ერთ-ერთი რჩევის თანახმად, მნიშვნელოვანია ლოგოზე იყოს რაიმე ცნობილი და აღქმადი სიმბოლო: “მხოლოდ დიზაინი არ კმარა, ლოგომ პერსონა ან ხელოვნების ნიმუში უნდა ასახოს – სწორედ ეს იზიდავს ადამიანებს და ბრენდის წარმატებას უზრუნველყოფს.” ის თავის დამკვეთებს სთხოვდა, თავიანთი ლოგო ცნობილი სახესავით მიეღოთ და მასზე ისე ესაუბრათ, როგორც ინდივიდზე.

 

რობმა განმარტა, რომ “ეფლის” ლოგოს დიზაინი სტივ ჯობსზე კი არ იყო დაყრდნობილი, არამედ იმ სულისკვეთებაზე, რაც კომპიუტერებს ადამიანებთან დააახლოებდა.

დიზაინერმა ხაზი გაუსვა იდეის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მეთოდი აქ მეორეხარისხოვანია, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო იმდენად ტექნოლოგიური გახდა, ადამიანებმა დაივიწყეს ყველაზე მნიშვნელოვანი.

ძნელია აარიდო თავი ტექნიკას, თუმცა ლოგოტიპის დიზაინისას იდეის ღირებულებაა მთავარი.

ჯენოფმა დიზაინერებს მოუწოდა, დააკვირდნენ “სილიკონის ველის” მზარდ კულტურას აღმოსავლეთით, სადაც ჩინეთი და შუა აღმოსავლეთი ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ცდიან. მან აღნიშნა, რომ სილიკონ ველის თანამედროვე დიზაინი მისი დროინდელი ტენდენციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და წინ გახედვაა საჭირო.

დიზაინერმა მსმენელებს ისიც გაუმხილა, რომ Apple-ის ცისარტყელისფერებიანი ლოგო Beatles-ის Yellow Submarine-მა და 60-იანი წლების პოპ-არტმა შთააგონა.

განხილვა