in

რას უნდა ველოდეთ Apple-ის ახალი M2 ჩიპისგან?

თუ გაინტერესებთ როგორი იქნება Apple-ის ახალი M2 ჩიპი, უნდა გავიხსენოთ, როგორი იყო M1 და შემდეგ ვისაუბროთ მის გაუმჯობესებაზე. M1-მა მთელი ბაზარი დაიპყრო და კონკურენტებში პირველი ადგილი დაიკავა. Apple-მა A14-ის ძირითადი არქიტექტურა ულტრაპორტატული ლეპტოპის დონემდე გააფართოვა და კონკურენტები გაანადგურა. ის სისწრაფითა და ბატარეის ხანგრძლივობით გამოირჩევა და პროცესორებს შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს. ამის გათვალისწინებით, რას შეიძლება ველოდოთ M2-ისგან? 

M1 A14-ის საბაზისო არქიტექტურაზეა დაფუძნებული, რომელიც მაღალი ხარისხის CPU ბირთვების ორმაგი რაოდენობითა და ორმაგი GPU ბირთვით არის გაზრდილი. A15-ს კი A14-ის საბაზისო არქიტექტურა ექნება, თუმცა ორჯერ მაღალი ხარისხის და GPU ბირთვებით იქნება წარმოდგენილი. გაორმაგებით M2-მა 10 ბირთვამდეც შეიძლება მიაღწიოს. 

ფიქრობენ, რომ ახალ ჩიპს გაუმჯობესებული წარმოების პროცესი ექნება. M2 TSMC-ის N4P-ით დამზადდება. კომპანია ამტკიცებს, რომ მას იმავე სიმძლავრის დროს 11 პროცენტით უფრო სწრაფად მუშაობა შეუძლია. მეტიც, იმავე შესრულების დროს 22 პროცენტით ნაკლები სიმძლავრე დასჭირდება. 

საერთო ჯამში, A15-ის ერთბირთვიანი შესრულება დაახლოებით 7%-ით მეტი იქნება ვიდრე A14-ის.  

Apple-ის ოპერატიული მეხსიერებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ფიქრობენ, რომ ამ ჩიპებში მაღალსიჩქარიანი LPDDR5 კვლავ გამორჩეული იქნება, ის შესრულებისა და ენერგიის ეფექტურობის სწორ კომბინაციას უზრუნველყოფს. თუმცა, შესაძლოა, M2 ან M2 Max პირველი ჩიპი იყოს, რომელსაც შეზღუდული გამტარუნარიანობა ექნება.

Neural Engine, მორგებული პროცესორის ბლოკი, რომელიც შექმნილია მანქანური სწავლისა და AI ამოცანების დასაჩქარებლად, 40 პროცენტზე მეტ ოპერაციას შეასრულებს. აქვე, მოსალოდნელია ვიდეო წარმოების აპარატების გაუმჯობესებაც.

დამატებითი ბირთვების დამატება კი GPU-ს მუშაობას დაახლოებით 30 პროცენტით გაზრდის და Apple-ის M2 ჩიპის ლეპტოპებს უკეთესი ბატარეის ხანგრძლივობა ექნება.

მეტი სიმწვანე კლავიატურაში – პატარა ტერარიუმი

Nike Air Max-ში ჩატეული საუკეთესო მომენტები, სპორტული ფეხსაცმლის ისტორიიდან