in

Apple განახლებულ, M3 ჩიპის მქონე iMac-ს გვაცნობს

Scary Fast-ის ღონისძიების დროს Apple-მა 24-ინჩიანი M3 პროცესორის მქონე iMac-ის შესახებ განაცხადა… პირველად ორი წლის წინ გამოვიდა, როგორც პირველი მაკი M1 პროცესორით. თავიდანვე თხელი და მსუბუქი იყო, ნათელი ფერებით, თუმცა ამ დრომდე არაფერი განუახლებიათ. მართალია, დესკტოპის დიზაინი და ფერთა სქემა ხელშეუხებელი დატოვეს, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს მაინც ვხედავთ.

აქ საუბრობენ ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა 4.5K Retina, Wide Color (P3), True Tone, 1080p FaceTime HD კამერა, 4480 x 2520 გარჩევადობა, 8 და 10-ბირთვიანი პროცესორები 24 GB-იან ერთიან მეხსიერებასთან თავსებადობით… მარტივად რომ ვთქვათ, წინა M1 მოდელთან შედარებით, ახალი iMac გაორმაგებულ სიჩქარეს გვთავაზობს. 

M3-ის კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც M2-ზე გვხვდება, მაგრამ არა M1-ზე, Media Engine-ია — მომხმარებლებს პროგრამულად აჩქარებულ ვიდეო კოდირებისა და დეკოდირების ელემენტებს სთავაზობს. ეს კი ვიდეოს რედაქტირებისა და მსგავსი სამუშაო პროცესების გაძლიერებას ნიშნავს. მეტიც, უკვე ისეთი თამაშებით გართობას შეძლებენ, როგორიც მაგალითად Resident Evil 4-ია. ახალი თაობის განახლებად Wi-Fi 6E-ისა და Bluetooth 5.3-ის მხარდაჭერაც შეიძლება ჩაითვალოს. 

წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო! მწვანე, ვარდისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი 8-ბირთვიანი GPU-ს მქონე iMac-ის ფასი 1299 დოლარიდან იწყება, ხოლო 10-ბირთვიანი GPU-ს მქონე iMac-ის, რომელიც მწვანე, ყვითელ, სტაფილოსფერ, ვარდისფერ, იასამნისფერ, ვერცხლისფერ და ლურჯ ფერებშია ხელმისაწვდომი, 1499 დოლარიდან…

თიბისი ჯგუფის ტექნოლოგიურმა გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

„ხელოვნება ჩაქუჩია, ჩვენ კი დურგლები ვართ“