in

Apple M3 ჩიპის მქონე iPad Air-ს უშვებს

M2

ახალი ბიუჯეტური iPhone-ის შემდეგ, Apple M3 ჩიპის მქონე iPad Air-ს გვაცნობს — 11 და 13-ინჩიანი მოდელები გაყიდვაში 12 მარტს ჩაეშვება. ფასი ერთის შემთხვევაში 599$ იქნება, ხოლო მეორე მოდელი 799$ ეღირება. ეფლის ახალი iPad Air 4 ფერში გამოდის, მათ შორისაა იასამნისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი. რაც შეეხება მეხსიერებას, აქაც ბევრი ვარიანტი გაქვთ: 128GB, 256GB, 512GB და 1TB.

მართალია, ახალ iPad Air-ში Apple Intelligence გვხვდება, მაგრამ იგი არ არის ეფლის უახლესი M4 ჩიპით წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, გვეუბნებიან, რომ ახალი პლანშეტი M1 ჩიპის მქონე iPad Air-ზე ორჯერ სწრაფია, ხოლო iPad Air A14 Bionic-ს სისწრაფეში 3.5-ჯერაც კი სჯობნის. მეტიც, 9-ბირთვიანი GPU გრაფიკული გამოსახულებების M1-ზე 40%-ით სწრაფად ჩვენებას გვპირდება.

Apple განახლებულ Magic Keyboard-საც უშვებს ახალ 14-კლავიშიან ფუნქციასთან ერთად, რომელიც, მაგალითად, ეკრანის ნათებისა და ხმის კონტროლს გაგიმარტივებთ. მაგნიტით ემაგრება და Smart Connector-ის საშუალებით დაუყოვნებლივ უკავშირდება, Bluetooth-ის გარეშე. ალუმინის საკიდიც აქვს და USB-C პორტიც დასატენად. ფასი 11-ინჩიანი მოდელისთვის 269 დოლარიდან დაიწყება, ხოლო 13-ინჩიანისთვის 319 დოლარიდან. 

ყველას, დაწყებული კოლეჯის სტუდენტებიდან, რომლებიც ჩანაწერებს აკეთებენ Apple Pencil Pro-ს დახმარებით, გაგრძელებული მოგზაურებითა და დამთავრებული კონტენტკრეატორებით, რომელთაც მაღალი პროდუქტიულობა მოეთხოვებათ, ახალი iPad Air M3, Apple Intelligence და განახლებული Magic Keyboard კიდევ უფრო ღირებულს გახდის, — აცხადებს ბობ ბორჩერსი, ეფლის ვიცე-პრეზიდენტი.

წინასწარი შეკვეთები Apple-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე დაწყებულია.

Harley-Davidson – ამერიკული საკულტო მოტოციკლების ისტორია

ყველაფრის უკან შენ ხარ – დედის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი