in

Apple-მა M4 Mac mini გამოუშვა!

veon
veon

Apple-მა ახალი Mac mini გამოუშვა, რომელიც ახლა M4 ჩიპითაა აღჭურვილი. ფასი 599 დოლარიდან იწყება და იმდენად პატარა მოწყობილობაა, რომ მარტივად შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი კომპიუტერის მაგიდაზე. 10-ბირთვიანი CPU-სა და GPU-ის დახმარებით, M4 ჩიპი 1.8-ჯერ მეტ CPU შესრულებასა და 2.2-ჯერ მეტ GPU შედეგებს გვპირდება, ვიდრე მისი წინამორბედი M1 მოდელი.

ხოლო მათ, ვისაც კიდევ უკეთესი შედეგები სურს, ეფლი Mac Mini M4 Pro-ს სთავაზობს. ამაში 1399 დოლარის გადახდა მოუწევთ, სამაგიეროდ კი, 14 CPU-სა და 20 GPU-ს მიიღებენ, რაც იდეალურია მეტად ინტენსიური სამუშაო დატვირთვებისთვის.

თუმცა ეფლის ახალი მოწყობილობა გამორჩეული მხოლოდ ტექნიკური ნაწილით კი არა, ეკომეგობრულობითაც არის — ახალი Mac Mini კომპანიის პირველი ნახშირბადნეიტრალური Mac-ია, რითაც, რაღა თქმა უნდა, გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებას ისახავენ მიზნად. ეს სათბურის ემისიების 80%-მდე შემცირებასაც მოიცავს ყველა ეტაპზე, დაწყებული მასალებიდან რეალურ გამოყენებამდე. შიგთავსიც კი 100%-ით გადამუშავებადი ალუმინისგანაა შექმნილი. ხოლო სხვა ნაწილები ასევე გადამუშავებად იშვიათ ელემენტებს მოიცავს. მეტიც, წარმოების პროცესიც სრულად განახლებადი ენერგიით მოხდა.

M4 Mac mini ჰარმონიულად მუშაობს უახლეს Apple intelligence-სთანაც. AI პროდუქტიულობის ხელსაწყოებიდან დაწყებული, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ფუნქციებით დამთავრებული, Mac Mini აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენი საქმეების გასამარტივებლადაა საჭირო. მიუხედავად ზომისა, იმისთვისაა შექმნილი, რომ ყველაფერს გაუმკლავდეს, იქნება ეს ყოველდღიური ამოცანები თუ უფრო მომთხოვნი პროექტები.

წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ოფიციალურად კი ახალი Mac mini 8 ნოემბერს გამოვა.

დავით არშილავა – გაიცანი წარმატებული სტეპერები

„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო – ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი.