in

Apple-მა 15-დუიმიანი MacBook Air წარადგინა

ჩვენ უკვე გიამბეთ Apple-ის ინოვაციურ VR/AR ჰედსეტსა და iOS 17-ის მახასიათებლებზე, რომლებიც გუშინდელ კონფერენციაზე წარადგინა კომპანიამ. მათ პარალელურად კი ყველასათვის საყვარელი მოწყობილობების განახლებებიც ვიხილეთ, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ.

15-დუიმიანი MacBook Air

ეს არის მსოფლიოში ყველაზე თხელი ლეპტოპი, რომლის სისქეც სულ რაღაც 11,5 მმ.-ია და მხოლოდ 1,4 კოლოგრამს იწონის. ტექნიკური თვალსაზრისით, მასში ჩაინტეგრირებულია M2 ჩიპები, გასული წლის კონფერენციის ერთ-ერთი ვარსკვლავი. ამასთან, აღჭურვილია 6-დინამიკიანი ხმის სისტემით.

აქვე აღსანიშნავია, რომ MacBook Air-ის ბატარეა 18 საათი ძლებს, რაც მას ნებისმიერ მომენტში ძალიან კომფორტულ პროდუქტად აქცევს სამუშაოდ და სათამაშოდაც კი.

Mac Studio

Apple-ის პატარა, მაგრამ ძლიერი დესკტოპ კომპიუტერიც განახლდა — M1 Max და M1 Ultra-ს ნაცვლად ახლა ის აღჭურვილია M2 Max და M2 Ultra-თი. რა თქმა უნდა, ეს ახლი ჩიპი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწყობილობის შესაძლებლობებს, ნერვული ძრავა კი წინამორბედზე 40%-ით სწრაფია.

გარდა ამისა, გაუმჯობესდა ვიდეოგამტარუნარინობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან 8K დისპლეი სწრაფად განახლებად სიჩქარით იქნება ხელმისაწვდომი.

M2 Ultra

M2 Ultra ეფლის ყველაზე მძლავრი ჩიპია — 5 ნმ. ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი, 134 მილიარდი ტრანზიროტის, 24 CPU ბირთვი, 76-მდე GPU ბირთვისა და 32-ბირთვიანი ნერვული ძრავით გამორჩეული.

ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ M2 Ultra მხარს უჭერს 192 გბ-მდე ერთიან მეხსიერებას, 800 GB მეხსიერების გამტარუნარიანობით.

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

მზისგან მიღებული ენერგია კოსმოსიდან დედამიწას დაასხივეს