in

უხერხული მომენტები სტუდენტური ცხოვრებიდან — Mac to School

Mac to School ეფლის უახლესი კამპანიაა და მოსწავლეებისთვის სამ კარგად ნაცნობ მომენტს ასახავს. თითოეული სიუჟეტი მათ ცოტათი დაძაბულ სიტუაციებში გვაჩვენებს, ყველაფერი კი მაშინ ლაგდება, როცა საქმეში Mac-ის ფუნქციები ერთვება.

BOG

Dropped In-ში სტუდენტს რამდენიმე წამი აქვს დარჩენილი დედლაინამდე, გამოსავალი კი AirDrop-შია:

Mirrored ცოტათი იუმორისტულია და აქაც მთავარი პერსონაჟი სტუდენტია, რომელსაც ტელეფონზე შეტყობინება მოუვა. iPhone Mirroring კი პრობლემას მარტივად აგვარებს:

ხოლო Pointed უკვე Apple Intelligence-ს აქცევს ყურადღების ცენტრში:

ასე კი Apple Mac-ს გვაცნობს, როგორც სტუდენტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე სხვადასხვა მოწყობილობას შორის სინქრონიზაციას, დავალებების გამარტივებას თუ წერის დახვეწას ეხება, Mac მხოლოდ მოწყობილობა კი არა, არამედ საქმის კეთებისას საიმედო პარტნიორია. 

ცოცხალი ფანტაზიის, უნიკალური ხის სათამაშო სივრცე თეთრიწყაროს რეგიონის ბავშვებისთვის

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია