Apple მომხმარებლებს MacBook Air-ის განახლებას სთავაზობს, რაც უფრო სწრაფ M3 ჩიპსა და კიდევ რამდენიმე სიურპრიზს ნიშნავს მის საკულტო თხელ და მსუბუქ დიზაინში…
M3 ჩიპით ტექნიკური გიგანტი უახლესი თაობის პროცესორს შემოგვთავაზებს MacBook Pro-სა და iMac-ში. ეს 60%-ით სწრაფ CPU შესრულებას ნიშნავს და, M1 ჩიპთან შედარებით, ორჯერ გაუმჯობესებულ გრაფიკასაც გვპირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრი საქმის შეუფერხებლად შესრულებას, ვიდეოების სწრაფ რედაქტირებასა და თამაშების მარტივად მართვას გულისხმობს.
მეტიც, M3-ს რევოლუციური Dynamic Caching-ის სისტემა აქვს, რომელიც თითოეული ამოცანისთვის მეხსიერების საუკეთესო გამოყენებას უზრუნველყოფს, აძლიერებს დეველოპერების შედეგებს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
1080p FaceTime HD კამერა და ე. წ. სამ-მიკროფონიანი ნაკრები კი სუფთა ვიდეო თუ აუდიო კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ. თანაც MacBook ახლა უკვე 4 ფერში იქნება ხელმისაწვდომი — Starlight, Space Gray, Silver და თითის ანაბეჭდისადმი მდგრადი Midnight.
რაც შეეხება ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას, როგორც ამბობენ, 18 საათს შეადგენს; ხოლო MagSafe სწრაფ და მოსახერხებელ დამუხტვის პროცესზეა პასუხისმგებელი. ხოლო 2560 x 1600 გარჩევადობის მქონე Liquid Retina დისპლეი კვლავ ორ 13.3 და 15.4-დიუმიან ვარიანტში იქნება წარმოდგენილი.
ფასი კი MacBook Air M3-ის 13-ინჩიანი მოდელისთვის 1099 დოლარიდან დაიწყება, ხოლო 15-ინჩიანის —1299 დოლარიდან. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია!