in

M4 ჩიპი და ახალი ფერი — Apple-მა Macbook Air-ის უახლესი მოდელი გაგვაცნო

M2

მართალია, ახალ iPad Air-ში ეფლმა უახლესი ჩიპი არ შემოგვთავაზა, მაგრამ ახლა ამ უკანასკნელზე წვდომას MacBook Air-ის ახალი მოდელით გვაძლევს. ჩვენთვის ნაცნობ, მინიმალისტურ დიზაინს უნარჩუნებს, თუმცა, შესაძლებლობებს აუმჯობესებს. 

MacBook Air ორი ზომით იქნება წარმოდგენილი — 13-ინჩიანის ფასი 999 დოლარიდან დაიწყება, ხოლო 15-ინჩიანის 1099 დოლარიდან:

ახალ მოდელში კვლავ გვხვდება 16GB RAM, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ აკმაყოფილებს Apple Intelligence-ის საწყის მოთხოვნებს. მომხმარებლებს კი შეუძლიათ, ლეპტოპის შეძენისას ჩაშენებული მეხსიერება 32 გიგაბაიტამდე გაზარდონ. 

Thunderbolt 4-ისა და MagSafe 3-ის დასამუხტი პორტებიც ექნება. კამერაც განახლდა და ახლა Center Stage-ის მხარდაჭერას გვთავაზობს — პროგრამული ფუნქციაა, რომელიც კამერის წინ მოსაუბრე ადამიანს ჩარჩოს ცენტრში აქცევს. 

რაც შეეხება ფერებს, კვლავ შეგიძლიათ აირჩიოთ Midnight, Starlight და Silver, მაგრამ თუ რაღაც ახალი გსურთ, არც ესაა პრობლემა: ეფლი Sky Blue-ს სახელით მაკბუქის ახალ ფერს გვთავაზობს. 

მართალია, Macbook Air უფრო მსუბუქი და ხელმისაწვდომია, ვიდრე Macbook Pro, მაგრამ ამისთვის რაღაცების დათმობა მოუწია. მაგალითისთვის Macbook Pro ბატარეის უფრო დიდ ხანგრძლივობას გვპირდება და უკეთესი მინი LED ეკრანიც აქვს… მიუხედავად ამისა ბესტსელერი მაინც Macbook Air-ია, ამ ტენდენციას კი M4 ჩიპი კიდევ უფრო გააძლიერებს.

Apple-ის უახლესი Macbook Air M4-ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.

საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სტრესი გადამდებია ცხოველებშიც