in

Apple-მა ახალი ვებგვერდი ყველა საჭირო ინსტრუქციის გასაერთიანებლად შექმნა

M2

ამგვარად, როცა ეფლის მოწყობილობებზე რაღაც დაგაინტერესებთ, მხოლოდ ერთ ვებგვერდს უნდა მიმართოთ, რადგან ბრენდი მაღაზიას გვთავაზობს, რომელიც პროდუქტის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში გააერთიანებს. ახალი Manuals, Specs & Downloads-ის ვებგვერდი იმ ინფორმაციების ცენტრალიზებული ჰაბია, რომლებიც ადრე Apple-ის Support-ის ვებგვერდზე იყო მიმოფანტული… დაწყებული iPhone-ის, გაგრძელებული iPad-ის, Mac-ის, Apple Watches-ისა და HomePods-ის მომხმარებლებით და დამთავრებული ახალი Vision Pro-ს მფლობელებით, მომხმარებლებს ახლა ნავიგაცია გამარტივებულ ინტერფეისში შეუძლიათ, იმ მოწყობილობების მკაფიო კატეგორიებით, რომელზეც სურთ, მეტი იცოდნენ. 

აქ ისეთ რესურსებზე წვდომას გვთავაზობენ, როგორებიცაა მომხმარებლების გიდი ეტაპობრივი ინსტრუქციებით, რომლებიც მოწყობილობების ოპერირებისთვისაა საჭირო, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პროგრამულ კომპონენტებში იმალება… ამასთან, Manuals, Specs & Downloads-ის ვებგვერდზე მარტივ წვდომას მიიღებთ პროგრამისა თუ საოპერაციო სისტემების უახლეს განახლებაზე, რათა თქვენმა მოწყობილობამ შეუფერხებლად იმუშაოს.

მიღებული გამოცდილება უფრო ჩქარი რომ გახადონ, გვერდი ხელით საძიებო სისტემასაც მოიცავს, რომელშიც ჩვეულებრივ შესაბამის საძიებო სიტყვებს ჩაწერთ, რათა თქვენთვის საჭირო დოკუმენტები თუ ინფორმაცია მიიღოთ. ამგვარად, ეს რეორგანიზაცია არამარტო დაზოგავს დროს, არამედ თქვენთვის გადაუდებლად საჭირო რესურსების პოვნასაც გაამარტივებს…

Disney+-მა ლოგოს ფერი შეცვალა!

2023 წელს საქართველოში ვენჩურული ტრანზაქციების მოცულობამ 21,6 მილიონი დოლარი შეადგინა