in

Apple Maps-ში რეკლამებს ამატებს

veon
veon

Apple რეკლამებიდან წელიწადში 4 მილიარდ დოლარს იღებს, ახლა კი მას შემოსავლების დასტაბილურება სურს. ამიტომ, მომავალი წლის დასაწყისში რეკლამები Maps-ის აპლიკაციაშიც გამოჩნდება. ამასთან, ადგილის არჩევა App Store-ის Today-ის სივრცეში და აპლიკაციების ჩამონათვალის ბოლოშიც შესაძლებელი გახდება.

ეკონომიკური შოკების შესამსუბუქებლად Apple შემოსავლების ნაკადებსა და მისი მომსახურების სეგმენტებს მრავალფეროვანს ხდის. მისი სარეკლამო ბიზნესი ამ წელს 12%-ით გაიზარდა. როცა მზად იყო, რეკლამების შემოსავლებს სერიოზულად მოჰკიდებოდა, მოწყობილობასთან დაკავშირებული სარეკლამო ID-ები დაბლოკა, დეველოპერებს სესიებსა და დომენებში მომხმარებლების იდენტიფიცირების შესაძლებლობა ჩამოართვა, Apple კი იდენტიფიკაციის ერთადერთ მეფედ დატოვა, — ამბობს მაიკლ ვუსლი, Lotame-ს პლატფორმის მონაცემთა მართვის მთავარი ოფიცერი.

როცა Apple-ის მფლობელობაში არსებულ ან მის მოქმედ პლატფორმებს ეხება საქმე, დღემდე იგი უფრო შერჩევითია, ვიდრე მისი კონკურენტების უმრავლესობა. მაშინ, როცა Google Maps-ით ადგილობრივ დონეზე ფასიან შედეგებსაც გვაჩვენებდა, Apple გამარტივებული პროდუქტების მიწოდებაზე იყო ორიენტირებული და მის სერვისებს რეკლამების გარეშე მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Apple დიდი ხანი დასცინოდა რეკლამებს, ეს არ არის მისი პირველი მცდელობა, რათა რეკლამებით ბრენდების მოზიდვა შეძლოს. მათ iAds-ის პროგრამული ქსელი შეიმუშავეს, მაგრამ ნაკლები მოთხოვნის გამო, სულ რაღაც 2 წელში დახურეს.

მაგრამ საინტერესოა, როგორ მიიღებენ ამას ის მომხმარებლები, რომლებიც ურეკლამო სერვისებს არიან შეჩვეულნი… ამიტომ, Apple ცდილობს, თავიდან აიცილოს ისეთი რეკლამები, რომლებიც მომხმარებელთა გამოცდილებას უარყოფითად შეცვლის. გამოდის, კონტენტზე მორგებული რეკლამებიც უნდა ვიხილოთ და არა, თამაშები Google Maps-ის აპლიკაციაში. ხოლო თუ Apple რეკლამების წარმოჩენას ზუსტად ისე მოახერხებს, როგორც ამას App Store-ში ძიებებზე დაფუძნებული რეკლამების ჩვენებით აკეთებს, მომხმარებლებმა, შესაძლოა, ხშირად ისიც კი ვერ შეამჩნიონ, რომ ისინი რეკლამას უყურებენ. 

ამასთან, ვარაუდობენ, რომ Apple თავის Maps-ის აპლიკაციაში Google Search-ის მსგავს შედეგებს გამოიყენებს და, მსგავსად, ქსელსაც გააფართოებს. ეს წიგნებისა და პოდკასტების აპლიკაციებსაც მოიცავს, სადაც მწერლებს შეუძლიათ გადაიხადონ იმისათვის, რომ ძებნისას პირველები იყვნენ. 

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფალი კონტენტიდან რეკლამებიან კონტენტზე გადასვლა არც ისეთი მარტივი საქმეა, თუნდაც, ეს Apple იყოს. მომხმარებელთა გამოცდილებით კი განვსაზღვრავთ, შეძლებს თუ არა Apple თავისი ამბიციების მიღწევას…

Audi-ს activesphere კონცეპტი Off-Road-ის სტილში

AI-მ დევიდ ბოუის სიმღერები სიურრეალისტურ მუსიკალურ კლიპებად გარდაქმნა