პასუხი დადებითია, ოღონდ ერთი მითითებით — ეს საკმაოდ ცოტა ხანს გაგრძელდა. გუშინ Apple Inc.-მა გადაუსწრო Microsoft-სა და Nvidia-საც, რათა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის გვირგვინი დაებრუნებინა. აქციების ფასმა მეტეორული ზრდა განიცადა, რამაც 2024 წლის 12 ივნისს მისი საბაზრო კაპიტალიზაცია საოცარ 3.30 ტრილიონ დოლარიან ნიშნულამდე მიიყვანა. მანამდე კი პირველ ადგილს მაიკროსოფტი იკავებდა 3.25 ტრილიონით, როცა Nvidia 3.1 ტრილიონს ფლობდა. თუმცა ამ დროისთვის პირველ ადგილის გვირგვინს კვლავ Microsoft ფლობს.
თავად Apple-ის მოგზაურობა ამ წერტილამდე კი მხოლოდ ფინანსურ საკითხებს არ უნდა დავაბრალოთ, ეს ასევე ხაზს უსვამს ბრენდის მუდმივ მიმზიდველობაზე, ეფლის უნარზე, მომხმარებლებს მიაწოდოს მათთვის რეზონანსული პროდუქტები და სერვისები. ეს ბრენდისთვის მწვავე კონკურენციის დაძლევასაც ნიშნავდა — ამ თვის დასაწყისში Nvidia-მ საბაზრო შეფასებების მკვეთრი ზრდა გვაჩვენა, რითაც ეფლსაც გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის წოდებაც მოიპოვა. თუმცა ეფლს ბოლოდროინდელმა სააქციო ფასის ზრდამ საშუალება მისცა, მეორე ადგილი დაებრუნებინა, რასაც ამჯერადაც წარმატებით ინარჩუნებს.
მიღებული შედეგი თამამად შეგვიძლია მივაწეროთ Apple-ის სტრატეგიულ ფოკუსს ხელოვნურ ინტელექტზე. კომპანიამ WWDC 2024-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე Apple Intelligence-ის შესახებ განაცხადა, რაზეც ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას iPhone-ებზე და, შესაბამისად, გაყიდვებსაც გააუმჯობესებს… გამომდინარე იქიდან, რომ ეფლი ინოვაციების ერთგული რჩება და პროდუქტის შეთავაზებებსაც აგრძელებს, საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ მოახერხებს, მწვავე კონკურენციისა და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ტრენდების ფონზე, ბაზარზე მოწინავე ადგილის შენარჩუნებას.