Apple თავისი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით მანგას კულტურას მიჰყვება. ეს 19-წუთიანი სიუჟეტი, სახელწოდებით Midnight, ოსამუ ტეზუკას 1986 წლის მანგას სერიას აცოცხლებს. ამ უკანასკნელს კი გრაფიკული ნოველების ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად ასახელებენ. ამჟამად ბრენდმა მთელი პროექტი iPhone 15 Pro-ს მეშვეობით გადაიღო, რაც მოწყობილობის მოწინავე შესაძლებლობებს ადასტურებს.
კომიქსებზე დაფუძნებული სიუჟეტი ტაქსის მძღოლზე მოგვითხრობს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში უცნაურ მგზავრებს ხვდება. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, ბრენდისთვის თავისი უახლესი სმარტფონის მძლავრი შესაძლებლობების ხაზგასმა იყო მნიშვნელოვანი — განსაკუთრებით დაბალი განათებისა და კინემატოგრაფიული გადაღებების დროს. ტოკიოს მრავალფეროვანი ქუჩებით დაწყებული, დინამიკური მოქმედებებით დასრულებული, ფილმში ნათლად იკვეთება კამერის სტაბილიზაციისა და დეტალების იდეალურად დაფიქსირების უნარი.