in

Apple ფერადი iPhone-ის გამოშვებას აპირებს?!

veon
veon

Apple, წლის ბოლომდე, iPhone-ის ახალი მოდელის გამოშვებას აპირებს. როგორც ცნობილია, ტელეფონი გამორჩეული იქნება ფერებით: ბრენდის მიმდევრები შეძლებენ ნაცრისფერი, თეთრი, ლურჯი, წითელი ან სულაც ფორთოხლისფერი „სმარტფონი“ შეიძინონ. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ფერადი მოდელი შედარებით იაფი ეღირება და დისფლეი ეკრანი ექნება.

ეს Apple-ისთვის მეორე დაბალფასიანი მოდელია. პირველად ასეთი შესაძლებლობა  ბრენდმა მომხმარებლებს 2013 წელს მისცა, როცა iPhone 5C გამოუშვა. თუმცა, ტელეფონი გაყიდვიდან მალევე ამოიღეს, რადგან მასზე მოთხოვნა, პრაქტიკულად, არ იყო.

როგორ ახასიათებენ ერთმანეთს ზიდანი და ბეკჰემი? – Adidas-ის ვიდეორგოლი

როგორ დაეხმარა Minecraft ოკეანეს?! – სოციალური კამპანია მარჯნის რიფების აღსადგენად