in

Apple სურათების რედაქტირების ახალ AI მოდელს უშვებს

Apple MLLM-Guided Image Editing-ს (MGIE) გვაცნობს, ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც აკრეფილ ბრძანებებს ფოტოშოპის სტილის რედაქტირებებად აქცევს. მულტიმოდალურ დიდ ენობრივ მოდელებს იყენებს, რათა პროფესიონალური დონის ფოტომანიპულაციები მასებისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს. MGIE მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სურათებში რაღაცები რამდენიმე კლიკის გამოყენებით შეცვალონ, იქნება ეს მაგალითად ამოჭრა, ფილტრების დამატება თუ უფრო კომპლექსური რედაქტირებები, რაშიც ობიექტების ან მთლიანი გამოსახულების განათების შეცვლა იგულისხმება. 

ამგვარად, თუ მუქი ფოტოს განათება გსურთ, უბრალოდ ჩაწერეთ, დაამატოს კონტრასტი მეტი განათებისთვის ან თუ სურათზე გამოსახულ ლეპტოპზე არსებული ფოტო არ მოგწონთ, უთხარით, რაც გსურთ, და იგი ჩვეულებრივ შეასრულებს თქვენს ბრძანებას. პეპერონის პიცის ფოტოც თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ Apple-ის AI მოდელს სთხოვოთ, იგი მეტად ჯანსაღად აქციოს. აი, მაგალითებიც:

როგორც აცხადებენ, MGIE მათთვისაც გამოსადეგი იქნება, ვისაც სასურველი ბრძანებისთვის სიტყვების პოვნა უჭირს, რადგან იგი მარტივ და ბუნდოვან ინსტრუქციებსაც კი ამუშავებს და ზუსტს რედაქტირების ქმედებებად თარგმნის. 

მოკლედ რომ ვთქვათ, Apple-ის ახალი AI მოდელი ორ ძირითად ფუნქციას გვთავაზობს — მომხმარებლის მოთხოვნის გააზრება მულტიმოდალური ენების მოდელებით და შეთავაზებული რედაქტირებების ვიზუალიზაცია. ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ყველას, ვისაც კლავიატურა აქვს, გააცოცხლოს საკუთარი შემოქმედებითი იდეები კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფების ცოდნის გარეშე.

მართალია, კონკრეტული ხელსაწყო ოფიციალურად აპლიკაციის ფორმატში ჩაეშვება, მაგრამ თუ გსურთ, მალევე გაიგოთ, როგორია, GitHub-სა და Hugging Face-ს შეგიძლიათ ესტუმროთ. 

მეცნიერებმა ბირთვულ სინთეზში ახალი რეკორდი დაამყარეს

ავგუსტ სტრინდბერგი „ფრეკენ ჟული“ – თეატრ „სახელოსნო 42-ში“ ლევან წულაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება!