Apple-ის საშემოდგომო კონფერენციაზე ვრცლად კი ვისაუბრეთ, მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ რეკლამა, რომელიც ბრენდის „დედაბუნებისკენ“ სწრაფვას ასახავს.
კომიკური ხასიათის ვიდეორგოლი იმის დემონსტრაციისკენაა მიმართული, რომ ეფლს სურს, ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს. სიუჟეტი დაძაბულ შეხვედრაზე მიმდინარეობს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სუფთა ენერგია, გადამუშავებადი მასალები და ტრანსპორტი. მაყურებელი გრძნობს მათ ნერვიულობას, დედაბუნება კი ბრენდის თანამშრომლებისგან ერთგვარ რეპორტს იბარებს — სათითაოდ ამოწმებს მათ ძალისხმევას, თუ რას აკეთებენ ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად და ბუნების მოსაფრთხილებლად.