Apple Music დაბადების დღის სანთლებს გრანდიოზული ფლეილისტით აქრობს — პირველი ათწლეულის აღსანიშნავად, სტრიმინგის სერვისი ყველაზე ხშირად მოსმენილ 500 მუსიკას გვთავაზობს, დაწყებული გლობალური რეიტინგების სათავეში მყოფი მუსიკოსებითა და დამთავრებული უცბად ატაცებული ვირუსული ჰიტებით.
ედ შირანის Shape of You 500-ეულში ლიდერობს! ამ სიმღერამ Apple Music-ის პოპ ჩარტებში პირველ ადგილზე უფრო მეტი დღე დაყო, ვიდრე ზოგიერთმა საერთოდ გაატარა ამ რეიტინგებში. ეფლის თქმით, სულ მცირე ერთ ქვეყანაში 1800 დღის განმავლობაში ყველაზე პოპულარული პოპ სიმღერა იყო და ჩაშვების პირველივე დღესვე Apple Music-ის ყველაზე დიდი პოპ დებიუტის წოდება მოიპოვა.
შემდეგ მოდის The Weeknd-ის Blinding Lights, რომელიც Global Daily Top 100-ის ტოპ 100-ში 180 დღეზე მეტხანს იყო. God’s Plan-ით კი Drake მესამე ადგილს იკავებს. ტოპ ხუთეული Post Malone-ის ალბომებით Sunflower (Swae Lee-სთან ერთად) და Rockstar-ით (21 Savage-თან ერთად) სრულდება.
ამგვარად, ეფლის საიუბილეო ფლეილისტი ათწლეულების ტრენდებს, გულშემატკივართა ლოიალობას და ალგორითმის გაძლიერებას აღნიშნავს. ტეილორ სვიფტი ყველაზე ხშირად მოსმენილი ქალი შემსრულებლის სიაში 14 სიმღერით გამოჩნდა, მათ შორის 57-ე ადგილზე Cruel Summer გვხვდება, BTS კი ლიდერობდა K-pop-ის კატეგორიაში Dynamite-ით, რომელიც ჩარტებში 34-ე ადგილზე იყო, რასაც მოსდევდა Butter-ისა და Rosé-ის APT ბრუნო მარსთან ერთად.

Apple Music-ის პირველი ათწლეულის დასასრულის აღსანიშნად ბრენდმა ლოს-ანჯელესში საკმაოდ დიდი სტუდიაც გახსნა, რომელშიც ცოცხალი შესრულებისთვის სცენებს, რადიო ოთახებს, Spatial Audio-ს მიქშერებსა და სხვა სივრცეებს ვხედავთ შემოქმედებითი საქმეებისთვის. აქცენტს ეფლი თავის მომსახურებებზეც აკეთებს, რაც მუსიკის გარდა, გეიმინგს, ფიტნესს, ტელევიზიასა და პოდკასტებს აერთიანებს — ამ ყველაფერმა ბრენდს 26.6 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა…












