in

Apple Music Classical — ახალი აპლიკაცია კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის

veon
veon

Apple-მა კლასიკური მუსიკის ახალი აპლიკაცია გამოაქვეყნა: Apple Music Classical. მართალია, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ის ჯერ კიდევ 2021-ში დააანონსა, მაგრამ ამ დრომდე მზად არ იყო დებიუტისთვის.

აპლიკაცია მოიცავს ისეთი კლასიკოსი მუსიკოსების ნაწარმოებებს, როგორებიც იყვნენ ბეთჰოვენი, ჩაიკოვსკი, ლისტი; ასევე, თანამედროვე კომპოზიტორებისა და მუსიკოსების. მთლიანობაში, ბაზა 5 მილიონამდე კომპოზიციას აერთიანებს, მათ შორის ათასობით ექსკლუზიურ ალბომს. ამავდროულად, მომხმარებლებს მუსიკის მოსმენა მაღალ ხარისხში შეუძლიათ — გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი სივრცითი აუდიოს ფუნქციაც აქვს.

გარდა კომპოზიციების მოსმენისა, აპლიკაციაში განთავსებულია ინფორმაცია ამა თუ იმ ჟანრის შესახებ, ბიოგრაფიები, საკულტო ნამუშევრების ისტორიები… ამგვარი მიდგომით, Apple Music Classical-ის იდენტობა საკმაოდ საინტერესოა: თითქოს, მუსიკისმცოდნე ადამიანის ციფრული ვერსიაა შექმნილი, რომელიც დიდი კომპოზიტორებს უყრის თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაცია 28 მარტს ამოქმედდება iPhone-ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც iOS 15.4 ან უფრო ახალი ვერსიით სარგებლობენ.

3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტა უკვე კოსმოსშია!

ხელოვნება, როგორც მოსაწყენი რუტინისგან თავის დაღწევის საშუალება