თუ გავიხსენებთ იმას, რომ Apple Music-ზე უკვე თითქმის 100 მილიონი სიმღერაა ხელმისაწვდომი, ჩვენი საყვარელი არტისტების მიღმა ჯერ კიდევ ბევრი მუსიკა გვაქვს აღმოსაჩენი. ამაში კი პლატფორმის ახალი ფარული ფუნქცია დაგეხმარებათ, რომელიც პერსონალიზებული რადიო სადგურის ფორმით გვევლინება და სახელიც შესაბამისად Discovery Station აქვს…
კონკრეტული ადამიანის მოსმენის ჩვევებს აკვირდება და შეისწავლის მას, შემდგომ კი მსგავს სიმღერებს სთავაზობს მომხმარებლებს. დიახ, ამ ფუნქციით Apple Music მეტად დაემსგავსება Spotify-ის ალგორითმულ რეკომენდაციებს. თუმცა თუ ეფლს დავუჯერებთ, სპეციალური ფლეილისტი მხოლოდ იმ მუსიკას აჩვენებს მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ მოუსმენიათ. სიმღერებს კი ნაცნობი სახელებისა თუ მომღერლებისგან შესთავაზებს, რომლებზეც Discovery Station ფიქრობს, რომ ინდივიდს მოეწონება. მეტიც, იგი ერთსა და იმავე სიმღერას ორჯერ არასდროს შემოგთავაზებთ! და რა უნდა იყოს ამაზე კარგი?!
მართალია, Apple Music ინსტრუმენტის ფართოდ გაშვებაზე ჯერ არ საუბრობს, მაგრამ გამომწერებს მასზე წვდომა Listen Now-ის Stations for You სექციიდან შეუძლიათ მიიღონ.