in

ამიერიდან Apple Music PlayStation 5-ზეც ხელმისაწვდომია!

აპლიკაცია გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე ფონური მუსიკის შესაქმნელად

veon
veon

ამიერიდან Apple Music PlayStation 5-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. თანაც, მას რამდენიმე განსაკუთრებული ფუნქციაც ემატება.

როგორც Sony განმარტავს, Apple Music შეიძლება, გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ისე ფონური მუსიკის შესაქმნელად. საგულისხმოა, რომ სფოთიფაის აპლიკაციაც ხელმისაწვდომია კონსოლზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში და იმავე სახის ფუნქციონირებას გვთავაზობს. ახალ კი საინტერესოა, კონკრეტულად რა მახასიათებლებს მოიცავს Apple Music.

გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ, თამაშის პარალელურად ნებისმიერი სასურველი მუსიკა ჩართოთ, აპლიკაცია თავად შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს — იმის მიხედვით, თუ რომელი მელოდია შეესაბამება კონკრეტულ თამაშს ყველაზე მეტად. ზუსტად როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია, ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ თამაშზე დაფუძნებული მუსიკალური რეკომენდაციები ნამდვილად ქმნის დამაინტრიგებელ მოლოდინს.

ასევე, აბონენტებს წვდომა ექნება საკუთარ მუსიკალურ სიებზე. თანაც, PS5-ზე Apple Music-ის გამოყენება მუსიკალური ვიდეოების ჩასართავადაც შეიძლება — ეს თამაშის გაგრძელებას ხელს არ შეუშლის, მოთამაშეები ერთდროულად დატკბებიან ვიდეოს ყურებით და თამაშით.

ახალი ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Apple Music-ის აბონენტებისთვის. იმისათვის, რომ იგი გაააქტიუროთ, ეწვიეთ PlayStation Store-ს. შემდეგ კი, როგორც აპების უმეტესობაში, თქვენი ანგარში კონსოლს უნდა დაუკავშიროთ.

ახალ IT ვიქტორინაში მთავარი პრიზის სახით ასობით დოლარი თამაშდება

„მეამა“ თიბისისა და „ხელოვნების სასახლის“ ერთობლივ პროექტს – „ქართული ქსოვილი“ უერთდება