იცოდით, რომ ავტორიზებულ პარტნიორებთან AirPods-ის შეძენისას, შეგიძლიათ, მიიღოთ Apple Music-ის 3-თვიანი გამოწერა უფასოდ? თუ არა, მაშინ მოდი, ერთად გავიგოთ, როგორ შევძლოთ ეს და რითაა უნიკალური Apple Music-ის სერვისი.
Apple Music არის მუსიკალური სერვისი, რომელიც 2015 წლის ივნისში გაეშვა. იგი აერთიანებს მუსიკის უზარმაზარ კატალოგს, ფლეილისტებს, რადიოსადგურებსა და ექსკლუზიურ რელიზებს, აქ არის 100 მილიონზე მეტი ტრეკი, რომლებიც ხელმისაწვდომია 167-ზე მეტ ქვეყანაში.
Apple Music-ის გამოწერის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ გამომწერებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ წვდომა უნიკალურ კონტენტზე, მათ შორის, მუსიკალურ დოკუმენტურ ფილმებზე, მუსიკალურ ვიდეოებსა და სხვადასხვა ფორმატის პროგრამებზე.
რით გამოირჩევა Apple Music?
- კონტენტის მრავალფეროვანი კატალოგი
Apple Music გამოირჩევა თავისი ვრცელი მუსიკალური კატალოგით, სადაც არა მხოლოდ სტუდიური ალბომებია, არამედ ცოცხალი ჩანაწერები და ექსკლუზიური რელიზებიც.
- პერსონალური რეკომენდაციები
“For You” ფუნქცია აანალიზებს სასურველ ჟანრებსა და საყვარელ შემსრულებლებს და გამომწერებს სთავაზობს ტრეკებს, რომლებიც შეიძლება მსმენელის დაინტერესებას იწვევდეს.
Apple Music-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან და გაუზიარონ თავიანთი ფლეილისტები მეგობრებს, ასევე გამოიწერონ ფლეილისტები, რომლებიც სხვა მომხმარებლებმა ან არტისტებმა შექმნეს.
- ექსკლუზიური რელიზები და კონტენტი
Apple Music-ზე რეგულარულად ჩნდება პოპულარული არტისტების ექსკლუზიური რელიზები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ ახალ ალბომებს, არამედ მთლიან კონცერტებსაც, რომლებიც მხოლოდ გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი.
მაგალითად, ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ბიონსე, აირჩიეს Apple Music თავიანთი ალბომების, “1989”-ისა და “Lemonade”-ის, ექსკლუზიური რელიზისთვის. ასევე, ბევრი პოპულარული შემსრულებელი, როგორიცაა Drake, Lady Gaga, The Weeknd, დიდი პოპულარობით სარგებლობს სწორედ Apple Music-ის სერვისის წყალობით.
- ხმის მაღალი ხარისხი
სერვისი გამომწერებს სთავაზობს ისეთ ფორმატებს, როგორიცაა Lossless Audio და Dolby Atmos, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ მოსმენის პროცესში.
- Beats 1 რადიო
Beats 1 არის Apple Music-ის საერთაშორისო რადიოსადგური, უნიკალური მუსიკალური პროგრამებით, ცოცხალი გამოსვლებითა და ინტერვიუებით. წამყვანები წარმოგიდგენენ საინტერესო ისტორიებს, ახალ რელიზებსა და მუსიკას, რომელიც ჩვეულებრივ ფლეილისტებში რთულად მოიძებნება.
- ხელმისაწვდომობა სხვადასხვა პლატფორმაზე
Apple Music ხელმისაწვდომია არა მხოლოდ Apple-ის მოწყობილობებზე, არამედ Android-ზე და მისი მოსმენა შეგიძლიათ ვებბრაუზერითაც. ინტერფეისი ინტუიციურად გასაგებია და მოსახერხებელი, რაც იძლევა საშუალებას, მარტივად იპოვოთ საყვარელი ტრეკები და შექმნათ საკუთარი ფლეილისტები.
- ოფლაინწვდომა
მომხმარებლებს შეუძლიათ, ჩამოტვირთონ ტრეკები ოფლაინრეჟიმში მოსმენისთვის, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს, ან ისეთ ადგილებში, სადაც ცუდი ინტერნეტია.
- ინტეგრაცია Siri-სთან
Apple-ის მოწყობილობების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ინტეგრაცია ხმოვან ასისტენტთან Siri, რაც მუსიკის მართვას ინტუიციურსა და მოსახერხებელს ხდის. საკმარისია, უბრალოდ, თქვათ: „ჰეი, Siri, ჩამირთე ჩემი საყვარელი სიმღერა“ და სისტემა მაშინვე შეასრულებს ბრძანებას.
რა არის საინტერესო Apple Music-ის შესახებ?
- სტატისტიკა: 2015 წელს, სერვისის გაშვებისას, Apple Music-ს უკვე ჰქონდა 30 მილიონზე მეტი ტრეკი და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
- სპეციალური შეთავაზებები: Apple Music გთავაზობთ სხვადასხვა სასაჩუქრე გამოწერას, მათ შორის, რამდენიმეთვიან უფასო გამოწერას. მაგალითად, საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან ნებისმიერი AirPods-ის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 3-თვიან უფასო გამოწერას. ამჟამად ეს შეთავაზება განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან 22 სექტემბრამდე ყველა მოდელის AirPods სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი. დეტალების გასარკვევად, შეგიძლიათ, მიმართოთ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორების კონსულტანტებს:
iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iStore, Silknet.
- მუსიკა და ფიტნესი: სერვისი გთავაზობთ სპეციალურად შექმნილ ფლეილისტებს ვარჯიშებისთვის, რაც ეხმარება მომხმარებლებს მათი ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაში.
- უნიკალური კონტენტი: Apple აქტიურად დებს ინვესტიციას ახალი დოკუმენტური ფილმებისა და მუსიკასთან დაკავშირებული პროგრამების შექმნაში, რაც მას სხვა სერვისებისგან გამოარჩევს.
Apple Music-ის პოპულარობა აგრძელებს ზრდას. 2024 წელს აბონენტების რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 100 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა.
[პარტნიორის კონტენტი]