17
Jul
2019

Apple VS Spotify – „ბრძოლა“ ექსკლუზიური პოდკასტებისთვის

17 Jul 2019

Apple რამდენიმე მსხვილ მედია – კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას, Bloomberg-ის ინფორმაციით, პოდკასტებზე ექსკლუზიური უფლების შეძენა სურს.

Photo Credit: Bloomberg

ამით, Apple-ს სურს მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ისა და პოდკასტების სერვის Stitcher-ს გაუწიოს კონკურენცია. Bloomberg-ის ცნობით, Spotify-მ, 2019 წლის დასაწყისში, Gimlet და Anchor შეიძინა, მაისში კი ინტერნეტში ციფრული ჩანაწერების შესაქმნელი და დასარედაქტირებელი პლატფორმა „ჩაუშვა“.

სხვა დეტალები, პოდკასტების საავტორო უფლებებისთვის მედია – კორპორაციებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით, უცნობია. Apple-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

განხილვა