Apple-ს, გულშემატკივრებისთვის, რამდენიმე სიურპრიზი აქვს – ბრენდი, სექტემბერში, iPhone-ის 3 სხვადასხვა მოდელს წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ ესენია: განახლებული 6.5-ინჩიანი iPhone X Plus და 5.8-ინჩიანი iPhone X. ასევე, 6.1-ინჩიანი iPhone 9 (ბიუჯეტური მოდელი).

აღსანიშნავია, რომ X სერიის მოდელები აღჭურვილი იქნება OLED ეკრანით, უფრო სწრაფი A12 პროცესორითა და გაუმჯობესებული კამერით. რაც შეეხება iPhone 9-ს, როგორც ამბობენ, ვიზუალურად, iPhone X-ის მსგავსი იქნება, ოღონდ, LCD ეკრანით. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი მოდელი რამდენიმე, Apple-ისთვის აქამდე უცხო ფერში გამოვა და თუ ამავე ცნობას დავეყრდნობით, $700-800 ეღირება.

პრეზენტაცია 12 სექტემბერს, კუპერტინოში, Apple Park-ის კამპუსში გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბრენდი, ღონისძიებაზე, iPhone-ების გარდა, Apple Watch-ის, iPad-ის და MacBook-ის ახალ მოდელებსაც წარადგენს.
წყარო: www.mashable.com













