დღეს, ბრუკლინში, „ეფლმა“ წარადგინა ახალი, 2018 წლის MacBook Air, iPad პრო და Mac mini.
- ახალ მაკბუქს აქვს რეტინა ჩვენება – Retina Display, უფრო მეტი პიქსელებით – 1,440 x 900, Touch ID – შეხებით იდენტიფიცირება და ძლიერი, ინტელის მერვე თაობის i5 პროცესორი. ასევე, ბოლო თაობის ე.წ. „ბატერფლაი“ კლავიატურა და ეფლის T2 ტიპის უსაფრთხოების ჩიპი. გარდა ამისა, განახლებულ MacBook Air-ს 100%-ით გადამუშავებული ალუმინის კორპუსი აქვს.
- Mac მინი არის ყველაზე ძლიერი და ადაპტირებული პროდუქტი. მას აქვს მერვე თაობის 6 ბირთვიანი და „ქუად-კორე“ პროცესორები, 2666MHz DDR4 მახსოვრობა, 2 ტერაბაიტზე მეტი მახსოვრობა, 4 თანდერბოლტი (მაღალსიჩქარული ინტერფეისი კომპიუტერის პერიფერიულ მოწყობილობებთან შესაერთებლად) – 3 USB და HDMI 2.0 შესაერთებელი. 10Gb ეთერნეტი (ლოკალურ ქსელებში ერთი გიგაბიტი წამში სიჩქარით მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია).
https://www.youtube.com/watch?v=hVEaL9izgjs
- iPad-ის შექმნიდან, წელს, ყველაზე ბევრი სიახლე შესთავაზა Apple-მა ამ პროდუქტზე. iPad Pro წარმოდგენილია მთავარი ღილაკის გარეშე, Liquid Retina display ეკრანით, სახის იდენტიფიცირების საშუალებით, A12X ბიონიკური ჩიპით, USB მხარდაჭერით, სმარტ კლავიატურითა და ეფლის განახლებული ფანქრით.
https://www.youtube.com/watch?v=LjaKHqDbzSA