in

Apple-მა მსახიობების გაფიცვის ამბავი ვიდეორგოლად აქცია

Apple მცირე რეკლამებიდან ახალ ასპარეზზე გადავიდა, რაც მსახიობების გაფიცვასა და სადღესასწაულო შოპინგის სეზონს ემთხვევა… პროტესტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა კინომსახიობთა გილდია-ამერიკული ტელევიზიისა და რადიოს შემსრულებელთა ფედერაცია (SAG-AFTRA), ახლახან დასრულდა თითქმის ოთხი თვის შემდეგ, ჰოლივუდის მსახიობებსა და მთავარ კინოსა და სატელევიზიო სტუდიებს შორის სავარაუდო შეთანხმებით. როდესაც პროფკავშირის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი საჩივრები, წამოიჭრა მწვავე კითხვები კინოს მომავალთან დაკავშირებით და მთელ ინდუსტრიაში შეჩერდა წარმოება.

BOG

გარიგება, რომელსაც პროფკავშირის პრეზიდენტმა ფრან დრეშერმა უწოდა „ისტორიული“, მოიცავს ისეთ მიღწევებს, როგორიცაა ანაზღაურების მატება; ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ეთიკური ბარიერები და ა. შ. მთლიანობაში, ეს შეთანხმება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე „დამანგრეველ“ გაფიცვას აღნიშნავს.

სწორედ ამ ამბავს უკავშირდება Apple-ის უახლესი რეკლამა, სახელწოდებით On With The Show. მთავარი ფოკუსი რამდენიმე მოთამაშეზეა გაკეთებული — მათზე, ვინც ფილმის გაცოცხლებაზე ზრუნავს. მათ შორის არიან მსახიობები, რეჟისორები და ვიზაჟისტები. ბრენდს იმის ხაზგასმა სურდა, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებენ ადამიანები მთელ შემოქმედებით პროცესში.

თანაც ვიდეორგოლი iPhone 15 Pro-ს მეშვეობით გადაიღეს, რაც ტექნიკურად დიდი განაცხადია… ეფლი ამით ამტკიცებს, რომ აღნიშნული მოდელი უშუალოდ შოუბიზნესისთვის შეიქმნა.

 „ჯორჯიტას“ ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

Technovation Girls SAKARTVELO იწყება