in

ჩემი საკრედიტო ბარათის ნომერია: 0237122107250211 – Apple-ის სატირული რეკლამა კონფიდენციალობის დაცვაზე

TBWA/Media Arts Lab-ის მიერ, Apple-ისთვის შექმნილი ახალი რეკლამა ჰიპერბოლაა, სახელად “over sharing” – „ჭარბი გაზიარება“ – სადაც ადამიანები იუმორისტულ ფორმატში, ხმამაღლა აზიარებენ პერსონალურ ინფორმაციას, მაგალითად, საკრედიტო ბარათის სახელსა და პაროლს, პირად ფიქრებს თანამშრომლებზე, ორსულობის ტესტის შეძენასა და განქორწინებისთვის ადვოკატის ძიების სირთულეებზე.

სატირული რეკლამის თითოეული სცენა მორგებულია iPhone-ის მონაცემთა კონფიდენციალობის კონკრეტულ შეთავაზებებზე. ორი კოლეგის ოფისის სცენა, სადაც ისინი თითქოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით საუბრობენ მათი სამუშაო ადგილისა და თანამშრომლების შესახებ, მიზნად ისახავს iMessages სანდოობის ჩვენებას იმგვარად, რომ ტექსტს მხოლოდ მისი გამგზავნი და მიმღებები ნახულობს და არა – Apple.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცი ყვირის, რომ მან დღეს რვა საიტი დაათვალიერა განქორწინებისთვის შესაფერისი ადვოკატის მოსაძიებლად. ეს Safari- ს “Intelligent Tracking Prevention-ს” წარმოაჩენს.

მთლიანობაში, რეკლამა ამტკიცებს, რომ Apple- ისთვის „ჭკვიანი მოწყობილობისა“ და „კონფიდენციალობის” იდეა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

„რაღაცები არ უნდა გაზიარდეს. iPhone ზუსტად ამას აკეთებს. კონფიდენციალობა. ეს iPhone-ა“.

რა იქნება, თუ Zoom-ში დაყენებულ უკანა ფონზე რეალურად აღმოჩნდები? – DDB-ს კამპანია

ვანის ანტიკური ნაქალაქარი, ლაშა გიორგაძის ახალი ფონტის ინსპირაციად