15
Apr
2019

„Apple Pay მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი“ – Gemug

15 Apr 2019

Alta
Alta


მაკის მომხმარებელთა პლატფორმა Gemug-ის ინფორმაციით, გადახდის სისტემა Apple Pay, 2019 წლის ივნისი-ივლისისთვის, საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.

„როგორც სანდო წყარო გვეუბნება, საგადამხდელო სისტემები შუამავლობენ ბანკებთან და სავარაუდოდ ივნისი-ივლისისთვის უნდა დასრულდეს პროცესი“, – ნათქვამია Gemug-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, Gemug Apple Pay-სთან ერთად, ქართველი მომხმარებლისთვის ქართული App Store-ისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობასაც წინასწარმეტყველებს.

ამ დროისათვის, მარკეტერი ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას ბანკებთან და შესაბამის ორგანოებთან.

განხილვა