3
Sep
2019

 გადახდის სისტემა Apple Pay უკვე საქართველოშია 

3 Sep 2019

მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა Apple Pay საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომლითაც iPhone-ის, Apple Watch-ის,  iPad-ის და Mac-ის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია, „სმარტფონს“ საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბას და გადახდები ბარათის გარეშე აწარმოოს. ასევე, შეიძინოს სასურველი ნივთი  სწრაფად და კომფორტულად მაღაზიებში, აპლიკაციებისა თუ ვებგვერდების საშუალებით.

 

 

„საქართველოს ბანკი“, როგორც თავად ამბობენ, მომხმარებელს, აძლევს ახალ ციფრულ შესაძლებლობებს და გამოცდილებას „ონლაინ“ შოპინგისთვის. მათივე თქმით, უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც Apple Pay– ის გამოარჩევს.

„მოხარული ვარ, რომ დღეიდან „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს Apple Pay-ს, რომელიც მობილურ გადახდებს კიდევ უფრო მარტივ და უსაფრთხო გადახდის მეთოდად აქცევს. Apple Pay-ით განხორციელებული ყოველი ახალი გადახდა უფრო დაცული, სწრაფი და მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, Apple Pay-ს მეშვეობით, განახორციელოს ტრანზაქციები როგორც მაღაზიაში, ასევე აპლიკაციებისა და ინტერნეტის მეშვეობით.” – განმარტა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Apple Pay-ით ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple-ის სერვერებზე. ამის ნაცვლად, მას ენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი, რომელიც დაშიფრული და უსაფრთხოა. მომხმარებლის ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით.

Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში კრისტინა დოროსი კი ამბობს, რომ Apple Pay-ის შემოსვლით, საქართველო უკონტაქტო და ინოვაციურ გადახდებში რეგიონალური ლიდერის პოზიციას განიმტკიცებს:

„მივესალმებით Apple Pay-ის კავკასიის რეგიონში წარდგენას. უკონტაქტო ანგარიშსწორება და ის, თუ როგორ იხდიან მომხმარებლები ყოველდღე, შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და მარტივად, ქმნის ციფრული გადახდების ლანდშაფტს. Apple Pay-ის შემოსვლით, საქართველო, უკონტაქტო და ინოვაციურ  გადახდებში  რეგიონალური ლიდერის პოზიციას განიმტკიცებს“.

Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში  იგორ სტეპანოვი ამბობს, რომ თავად, Apple Pay იქნება დიდი ბიძგი საქართველოში უკონტაქტო გადახდების განვითარებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ Apple Pay უკვე საქართველოშია. „სმარტფონით“ გადახდები საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში და ვფიქრობთ, ტენდენცია ძალიან დინამიური იქნება საქართველოშიც. ეს კი შესაძლებელი იქნება  უკონტაქტო გადახდების იმ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვავითარებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ Apple Pay იქნება დიდი ბიძგი უკონტაქტო გადახდების განვითარებისთვის საქართველოში“.

Apple Pay–ის გადახდის სრულყოფილი სისტემა მარტივად ინტეგრირდება ყველა სახის მოწყობილობასთან. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ყველა ბენეფიტით ისარგებლობს.

Iphone-სა და Apple Watch-ის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია, Apple Pay-ით გადაიხადოს მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში. Apple Pay-ის გამოყენებით Safari-ით, აპლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგისას, საჭირო აღარ არის ხელით შეავსოთ შესყიდვის გრძელი ფორმა ან ყოველ ჯერზე ხელახლა მიუთითოთ ინფორმაცია გადაზიდვისა და ანგარიშსწორების შესახებ. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა  დასტურდება Face ID- ით, Touch ID-ით ან მოწყობილობის პაროლით.

Apple Pay-ის გადახდის სისტემას, ოპერირებას, სხვა ბანკებიც გაუწევს.

CREDITS:

Client: საქართველოს ბანკი
Creative Agency: Redberry
Creative Director: Tokareshka
Senior Copywriter: Kata Kokosadze
Art Director: Bruce Lee
Strategic Planner: Ninuna Ungiadze
Account Manager: Mariam Machavariani
Digital Media Planner: Kate Maruashvili

Production: Redberry Production
Director: Temo Tetrashvili
Project Manager: Zuka Gharibashvili
Graphic Designer: Salome Khazaradze
Motion Grapher: Saba Pruidze
DOP: Pitha
1 AC: Manuchar Elijarashvili
Videographer: Givi Maghradze
Art Department: Lomero Akhvlediani
Gaffer: Badri Siprashvili
Sound Design: Post Red Audio

განხილვა