26
Jul
2019

Apple, Intel-ის განყოფილებას, $1 მილიარდად ყიდულობს

26 Jul 2019

Apple-ს, როგორც ჩანს, აბსოლუტური დამოუკიდებლობა სურს. ამჯერად, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, iPhone-სთვის SD ბარათებიც (ჩიპები) თავად დაამზადონ და Intel Corp-ში შემავალი, ამ პროდუქტის შემქმნელი განყოფილების დიდ ნაწილს ყიდულობენ. Reuters-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება $1 მილიარდია.

შეთანხმების მიხედვით, Intel-ის 2 200 თანამშრომელი Apple-ის გუნდს, თავისი ტექნიკა – აღჭურვილობითა და ინტელექტუალური საკუთრებით შეუერთდება. ამით ამერიკული კომპანია ძალიან დიდი რესურსს მიიღებს – თავის ძველ პორტფოლიოსთან ერთად, მობილური ქსელით დაწყებული, მოდემებით დამთავრებული, ჯამში, უსადენო ტექნოლოგიების 17 000 პატენტი ექნება. ეს კი, როგორც Reuters წერს, ნიშნავს, რომ 5G-ის ლიცენზირების მიღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ყველაზე მსხვილი მოთამაშე Apple იქნება. საბოლოო გამარჯვებისთვის კი „ბრძოლა“ მას და 5G-ის პატენტის მფლობელ Huawei-ს შორის გაიმართება.

ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი 5.7%-ით გაიზარდა და $55.05 გახდა. Apple-ის აქციები კი 0.1%-ით, $207.29-მდე გაძვირდა.

გარიგების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, Intel შეინარჩუნებს უფლებას, აწარმოოს ჩიპები მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების, სამრეწველო ტექნიკისა და თვითმავალი ავტომობილებისთვის. ​ „სმარტფონებისთვის“ კი მათი გამოშვება უკვე Apple-ის პრეროგატივა იქნება.

 

 

განხილვა