in

Apple-მა დააპატენტა ფანქარი, რომელიც ფერებს რეალური სამყაროდან იღებს

2015 წელს, ანუ მაშინ, როცა Apple Pencil პირველად გამოუშვეს, ადამიანებმა საბოლოოდ შეძლეს iPad-ის სრული შესაძლებლობების გამოყენება, ანუ წნევისადმი მგრძნობიარე აქსესუარით მხატვრული ეფექტების ფართო სპექტრის შექმნა.

მეორე თაობის მოდელი კი სულ რაღაც 3 წლის შემდეგ გამოვიდა, თანაც, უფრო დახვეწილი გარეგნობით, უსადენო დამუხტვის შესაძლებლობითა და ორმაგი შეხების ფუნქციით. როგორც ჩანს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ბოლო წლები Apple Pencil-ის განვითარებას მიუძღვნა და თუ პატენტები გაცოცხლდება, ხელოვანებს ფერების ნიმუშების აღება რეალური სამყაროდანაც შეეძლებათ! 

დიახ, ეფლის ფანქრის წვერში ჩაშენებული ფერის სენსორები მომხმარებლებს ნებისმიერი ობიექტის ზედაპირზე არსებული შუქის ჩრდილის ამოცნობაში დაეხმარება. ამას გარდა, შესაძლოა, მას ციფრული ხელსაწყო ჰქონდეს, რომელშიც სინათლის სენსორი, დეტექტორი და მანათობელი იქნება მოთავსებული. მსგავსად, ფანქრისთვის ზედაპირების ტექსტურების გარჩევაც შესაძლებელი იქნება.

ბუნებრივია, მხოლოდ იმის გამო, რომ Apple-მა ოფიციალურად შეიტანა პატენტი ამ მოწყობილობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბაზარზე აუცილებლად გამოვა… თქვენ კი, როგორ ფიქრობთ, რამდენად რევოლუციური იქნება Apple Pencil-ზე ფერის სენსორების დამატება?

რას ელიან დიზაინერები 2023 წლისგან?

პორტატიული დეფიბრილატორი ბევრი სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს