in

Apple Pencil-მა რეალური ფანქრის ვიზუალი მიიღო

Apple ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროდუქტების დიზაინსა და ინტერფეისს, რათა მათთან ყოველდღიური ურთიერთქმედება ყველასთან სასიამოვნო იყოს. ამჯერად სპეციალური კალმის ვიზუალზე იზრუნეს — ტრადიციული ფანქრის სახე მისცეს. ამისათვის კი ბრენდ ColorWare-სთან თანამშრომლობდა, რომელიც სპეციალიზებულ გაჯეტებს აწარმოებს.

BOG
BOG

ტექნიკური გიგანტის ციფრული კალმის ეს მოდელი ნოსტალგიურ განწყობას შეესაბამება — განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც კლასიკური „ყვითელი ფანქრების ეპოქა“ ახსოვს. ასე გაქრა მინიმალისტური თეთრი ექსტერიერი, რომელიც ნაცნობი ყვითელი გარსით და ტრადიციული #2 ფანქრის ვერცხლისფერი წვერით შეიცვალა.

ამ სახეცვლილი ვიზუალის მიღმა, Apple Pencil თავის სრულ ფუნქციონალურობას ინარჩუნებს — მათ შორის წნევისა და დახრის მგრძნობელობას. ასევე, შესაძლებელია პერსონალიზებული ლოგოებით, დიზაინით ან თუნდაც შეტყობინებებით მორთვა.

„თეგეტა“ საერთაშორისო ბაზრებზე – ქართული კომპანია გლობალური გეგმებით

მარადმწვანე ჰერბარიუმი – საქართველოს ბანკის საგაზაფხულო საჩუქარი ქალ თანამშრომლებს