in

Apple მომხმარებლებს ხმის ციფრული კლონის შექმნაში დაეხმარება

veon
veon

Apple-ის უახლესი iOS 17-ის მიმოხილვის ფარგლებში არაერთი საინტერესო ფუნქცია გამოიკვეთა. გარდა ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სმარტფონის მოხმარების გამარტივებისა, აიფონს Personal Voice და Live Speech ემატება. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი აკრეფილი ტექსტი ხმოვანად აქციოს.

რაც შეეხება „პერსონალურ ხმას“, ის შესანიშნავია დეგენერაციული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც ხმის დაკარგვასაც იწვევს. პროგრამა ინდივიდის ხმას აანალიზებს, მეტყველების ნიმუშებს შეისწავლის და ავტომატურად იყენებს FaceTime ზარების ან პირისპირ საუბრის დროსაც.

Personal Voice-ის გასააქტიურებლად, მომხმარებელმა წერილობითი მოთხოვნების ნაკრები უნდა წაიკითხოს და 15-წუთიანი აუდიო ჩაწეროს. გააქტიურების შემდეგ, ფუნქცია Live Speech-ს იყენებს, აკრეფილი ტექსტის არტიკულაციისთვის, რათა ინდივიდის ხმა ბოლომდე მოირგოს.

ამ ინოვაციას აქვს პოტენციალი, ღირებულ ინსტრუმენტად იქცეს იმ პირებისთვის, რომლებიც მეტყველების პრობლემების წინაშე იმყოფებიან.

ნახეთ: ძველი შენობებისა და დროის სვლის სინთეზი ნახატებში

MYSHOP — ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი პლატფორმა