in ,

Apple-მა Powerbeats Pro 2 გულისცემის მონიტორინგის ფუნქციით გამოუშვა

M2

სულ პირველად Powerbeats ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა, ახლა კი ეფლი Powerbeats Pro 2-ის ყურსასმენების დებიუტს გვთავაზობს. ვიზუალურად ზუსტად ისეთია, როგორც ადრე, თუმცა გაუმჯობესებულ სმენის გამოცდილებას, ბატარეის ხანგრძლივობასა და უკაბელო დასამუხტ ქეისს გვპირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებს აუმჯობესებენ, რაშიც გულისცემის მონიტორინგის ჩაშენებულ ხელსაწყოს მოვიაზრებთ. 

მომხმარებლებს ვარჯიშის დროს LED ოპტიკური სენსორების დახმარებით რეალური დროის მონაცემებს სთავაზობს. თანაც, თავსებადია ისეთ წამყვან ფიტნესაპლიკაციებთან, როგორებიცაა Open, Peloton, Runna, Slopes, Ladder, Nike Run Club და YaoYao. თუმცა, ამ ჩამონათვალში Strava-ს ვერ ვხვდებით…

ეფლის ჯანდაცვის ხელსაწყოები კიდევ უფრო გაფართოვდა გასულ წელს, როცა AirPods Pro 2-ს სმენის აპარატის ფუნქცია დაამატა. Beats-ის ხაზზე გულისცემის მონიტორინგის დამატების გამო კი ფიქრობენ, რომ იგი მალე AirPods-შიც შეიძლება, ვიხილოთ, თუმცა ამას ტექნიკის მნიშვნელოვანი განახლება დასჭირდება…

ახალი ყურსასმენის ჩიპი ეფლის W2-დან H2 ჩიპზე შეიცვალა, რომლის დებიუტიც 2022 წელს AirPods Pro 2-ში შემოგვთავაზეს. მას შემდეგ კი ტოპ ჩიპად რჩება ყურსასმენებისთვის, თუმცა მანამ, სანამ ახალ AirPods Pro 3-ს გაგვაცნობენ. 

რაც შეეხება ბატარეას, თავად ყურსასმენები 10 საათი მუშაობს, რითაც წინა მოდელის მაჩვენებელს 1 საათით აუმჯობესებს. ქეისის შემთხვევაში კი მთლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 24-დან 45 საათამდე მერყეობს. 

ხოლო ხმის ხარისხი Spatial Audio-ს დამატებით უმჯობესდება, რომელსაც თავის მოძრაობებზე დაკვირვება და ხმაურის ჩახშობა შეუძლია. აქვე გვხვდება Adaptive EQ-ის ტექნოლოგია, რომელიც მფლობელის ყურს აუდიოს ხარისხს შეუსაბამებს. გამომდინარე იქიდან, რომ Powerbeats-ს ძირითადად ვარჯიშის დროს იყენებენ, ოფლისადმი რეზისტენტულიც გახლავთ. ამჯერად ნიკელის ჩარჩოშია წარმოდგენილი და მთლიანი წონა 20%-ითაა შემცირებული.

Apple-ის თქმით, ყურსასმენები 1000 სპორტსმენზე გატესტეს მანამ, სანამ ყველაზე მორგებულ ვარიანტს შეიმუშავებდნენ. ახლა კი იგი მზადაა გამოსაცდელად. ამაში ლებრონ ჯეიმსი, ლიონელ მესი და შოტეი ოტანიც გვარწმუნებენ:

Powerbeats Pro 2-ის ფასი 250$-ია — გაყიდვები დაწყებულია.

მოდის ინდუსტრიის გავლენა გარემოზე და სწრაფვა მდგრადობისკენ

როგორ გავუმკლავდეთ მუდმივ დაღლილობას