Apple-მა, ანუ კომპანიამ, რომელიც აღმერთებს დახვეწილ პროდუქტებს, გადაწყვიტა, არ დაასახელოს ადამიანი, რომელიც მის დიზაინზე იზრუნებს… ეს ამბავი ევანს ჰენკის გადაწყვეტილებას მოჰყვა — 2019 წელს მან დიზაინის ყოფილი ხელმძღვანელი ჯონი აივი შეცვალა და ინდუსტრიული დიზაინის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ამ პოზიციაზე 3 წლის გატარების შემდგომ კი, გასულ ოქტომბერს განაცხადა, რომ წასვლას აპირებდა. თუმცა მანამდე 6 თვე კიდევ დარჩებოდა კომპანიაში, რათა ამ პოზიციისთვის ღირსეული კანდიდატი ეპოვათ.
ახლა კი Apple უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს, გადაწყვიტა, რომ მისი მთავარი ჯგუფი, რომელიც 20 დიზაინერისგან შედგება ოპერაციების აღმასრულებელ ხელმძღვანელს ჯეფ უილიამსს დაექვემდებაროს…
საინტერესოა ისიც, რომ აივმა, რომელიც აღიარეს მთავარ ძალად Mac-ის, iPod-ის, iPhone-ის, Apple Watch-ისა და სხვა მრავალი მოწყობილობის შექმნაში, Cupertino-ს კომპანია 2019 წელს დატოვა და დამოუკიდებლად კრეატიული სტუდია დააარსა. თუმცა ეფლის კონსულტანტი გასული წლის ივლისამდე იყო. ახლა კი, იმის გამო, რომ ჰენკის შემცვლელი ვერ იპოვეს, როგორც ჩანს, Apple აფართოებს თავისი სტაჟიანი დიზაინერების სამსახურებრივ შესაძლებლობებს.
ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეფლის დიზაინის გუნდი 2015 წელს ორად გაიყო, ერთ მათგანს ინდუსტრიული დიზაინის მართვა დაევალა, მეორეს კი მომხმარებელთა ინტერფეისებზე ორიენტირებულის. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელად კი ალან დაი რჩება. შესაძლოა, დაის დაწინაურება და ორივე გუნდის მისთვის ჩაბარება კარგი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს კრეატორებს გააღიზიანებთ. ამ მიზეზის გამო კომპანია არც ახალი გუნდის წევრის შემოერთებას აპირებს. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ უილიამსის შანსები იზრდება…