2025 წლის ივლისში Apple-მა კიდევ ერთი დიდი პროგრამული განახლების, iOS 26-ის, ბეტა ვერსია გამოუშვა, რომელიც დეველოპერებისთვისაა განკუთვნილი. ცვლილებები ძირითადად შეეხო Liquid Glass-ის რედიზაინსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სიახლეების შეჯამების ფუნქციას.
დეველოპერებისთვის ბეტა ვერსიის მიწოდება პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმების მიზნით ხდება, რათა ის შემდეგ მზად იყოსახალი ოპერაციული სისტემის საჯაროდ გამოშვებისთვის მომდევნო რამდენიმე თვეში. მომხმარებელთა მოთხოვნის გამო ადრეულ გამოშვებებზე, Apple წლების განმავლობაში ივნისში გამართული მსოფლიო დეველოპერების კონფერენციის შემდეგ საჯარო ბეტა ვერსიებს ქმნიდა და iPhone-ის მფლობელებს საშუალებას აძლევდა, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა უფრო ფართო, გლობალურ გამოშვებამდეც მიეღოთ, თუმცა არ გამორიცხავდა, რომ იქნებოდა ხარვეზები.
iOS 26 ბეტა 4-ში პროგრამული უზრუნველყოფის პირველად განახლებისას გამოჩნდება ახალი Welcome ეკრანი, ასევე სხვადასხვა ფუნქციის მქონე შესავალი ეკრანები, როგორიცაა Siri, თავისი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი შეტყობინებების შეჯამებებითა და პრიორიტეტების მინიჭების ვარიანტებით, ასევე, iOS 26-ს განახლებული აქვს კამერის აპლიკაცია.
წელს BBC-მ Apple იძულებული გახადა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი შეტყობინებების შეჯამება შეეჩერებინა. ცნობილი მედიის საჩივრის თანახმად, სტატიაში მისი ერთ-ერთი სათაური არასწორად იყო წარმოდგენილი და ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივ უზუსტობებს უშვებდა. შედეგად, Apple-მა განაცხადა, რომ გამოქვეყნდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რათა სიახლეების შეჯამების ფუნქცია გაუმჯობესებულიყო.
განახლებული ვერსია თავიდანვე უგდებს მომხმარებელს ფანჯარას, რომელიც აფრთხილებს მას და ურჩევს, ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმოს ინფორმაცია. ახალი ბეტა ვერსიის სხვა ადრეულმა მომხმარებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ Apple აგრძელებს მომხმარებლის ინტერფეისის რედიზაინის დახვეწას, რომელიც ცნობილია როგორც Liquid Glass.
ტესტერებმა ასევე აღნიშნეს, რომ განახლებები შეეხო App Store, Photos, Apple Music, Weather და სხვა აპლიკაციებსაც. განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა დამატებით მოიცავს ახალ დინამიკურ ფონს, რომელიც ფერებს იცვლის და ახალი CarPlay ფონებიც აქვს.
ჯერჯერობით მხოლოდ ეს ცვლილებებია შემჩნეული, თუმცა, სავარაუდოდ, როცა ეს ვერსია ოფიციალურად გამოქვეყნდება, მასში ბევრი განახლება იქნება შეცდომების გამოსწორებისა და მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
დღევანდელ გამოშვებასთან ერთად, Apple-მა ასევე გამოუშვა სხვა ბეტა ვერსიების ახალი ვერსიები, მათ შორის: iPadOS 26 beta 4, macOS 26 beta 4, watchOS 26 beta 4, tvOS 26 beta 4, visionOS 26 beta 4 და Xcode 26 beta 4.













