in

Apple-ის ელექტრომანქანის პროექტი ჩავარდა!

ბოლო წლების მანძილზე Apple-ის ირგვლივ მრავალი ჭორი გავრცელდა, რომ იგი ელექტრომანქანის შექმნას აპირებდა. მალევე გავიგეთ Project Titan-ის შესახებაც… უკვე გასულ წელს კი შევიტყვეთ, რომ Apple-მა ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის გამოყენებით 45 000 მილი გაიარა, თუმცა ამას მოჰყვა იანვრის ამბავიც, როცა გავრცელდა, რომ მანქანის გაშვების სავარაუდო თარიღმა 2028 წლამდე გადაიწია… 

Apple-ის ელექტრომანქანის პროექტი საკმაოდ აქტუალური იყო. ახლა კი ვიგებთ, რომ მისი 2000-კაციანი გუნდის უმეტესობა გენერაციულ AI-ზე გადაერთვება. სავარაუდოდ, გათავისუფლებების ტალღაც წამოვა, თუმცა ცნობილი არ არის, რამდენ ადამიანზე იმოქმედებს ეს.

ეფლის საიდუმლო მანქანის პროექტზე ჭორები ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელდა. კომპანიამ ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები დაიქირავა პროექტზე სამუშაოდ, მათ შორის იყო ტესლას ყოფილი პროგრამული ხელმძღვანელი და ელექტრომობილების სტარტაპის Canoo-ს CEO. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ბევრი გამოწვევა დახვდა წინ — ეს შეინიშნებოდა პერსონალის შენარჩუნების საკითხშიც, გეგმის მუდმივ ცვლილებებსა თუ შიდა სკეპტიციზმში… ამიტომ, მალევე გაჩნდა ვარაუდიც, რომ ეფლის მანქანას არ ექნებოდა იმდენად განვითარებული თვითმართვის შესაძლებლობები, როგორც ამას კომპანია იმედოვნებდა.

რაც შეეხება არსებული რესურსების AI-ისთვის მიძღვნას, შეიძლება ეს მეტად ლოგიკური იყოს, რადგან, როგორც ვიცით, Apple მილიონობით დოლარს ხარჯავს საკუთარი AI მოდელის გაწვრთნაზე, რომელსაც Ajax ეწოდება. უკვე ეფლის CEO ტიმ ქუქმაც დაადასტურა, რომ გენერაციულ AI ფუნქციებს წლის ბოლოსთვის შემოგვთავაზებენ. თუმცა კვლავ ხმები დადის, თითქოს კომპანია ხელოვნური ინტელექტის განახლებებს Spotlight-ისა და Xcode-ისთვის ცდის… 

You Can Do It — როცა მეტი გამბედაობით არღვევ სიჩუმეს

ნახეთ: Underwater Photographer of the Year 2024-ის გამარჯვებული ფოტოები