11
Sep
2019

Apple-ის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!

11 Sep 2019

„ეფლის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!“ –  საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს ქართული კომპანია Metro Productions, რომელიც, როგორც პოსტიდან ვიგებთ, მსახიობების შერჩევის ორგანიზების ნაწილში ჩართული იყო.

ვამაყობთ, რომ ვიყავით Apple-ის რეკლამის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქასთინგის ორგანიზების ნაწილი, – metro productions.

შერჩეული მსახიობები არიან: ვიკა კალანდია, დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი, კობა შონია.

შეგახსენებთ, რომ უკვე გუშინ, 10 სექტემბერს, თბილისის დროით, 21:00-ზე, Apple-მა სპეციალური, საშემოდგომო ღონისძიება დაიწყო და საზოგადოების წინაშე, პირველად გამოაჩინა iPhone-ის უახლესი მოდელები: iPhone 11, iPhone Pro და 11 Pro Max, მე-5 თაობის Apple Watch.

CAST:
Vika Kalandia – ვიკა კალანდია
Davit Bekoshvili – დავით ბეკოშვილი
Beka Kamkhadze – ბექა ქამხაძე
Irma Lapiashvili – ირმა ლაპიაშვილი
Koba Shonia – კობა შონია

Casting Manager: Tina Khizanishvili

განხილვა