Apple-ის უახლესი ინკლუზიურობაზე ორიენტირებული ფილმი სპორტულ სამყაროს დროულ და ძლიერ შეტყობინებას უგზავნის, რომ თანასწორობა მნიშვნელოვანია… ამიტომაც იმ თავდადებასა და მიზანდასახულობას ასახავს ფილმში, რაც ყველა სპორტსმენს აერთიანებს, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა.
მართალია, შშმ სპორტსმენები სპეციალური საჭიროების არმქონე ინდივიდებთან ერთად ხშირად ვარჯიშობენ და ეჯიბრებიან მათ, მაგრამ ამას ეკრანზე ნაკლებად ვხედავთ… The Relay-ში კი ყველაფერი პირიქითაა — 8 სპორტსმენის რეალურ ცხოვრებაში მივყვართ და ბრენდის ძლიერ რწმენასაც შეგვახსენებენ, რომ ხელმისაწვდომობა თუ თანასწორობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
თუმცა ფილმის მიზანი მხოლოდ ამის ჩვენება ნამდვილად არ არის, პარალელურად, სურთ, ეფლის მიერ შექმნილ ინოვაციურ ხელმისაწვდომობის ფუნქციებზე გაზარდონ ცნობიერება და ისიც გვითხრან, თუ როგორ იყენებენ ამ ტექნოლოგიებს თანასწორუფლებიანი სათამაშო მოედნის შესაქმნელად.
ეფლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მორბენალი ხართ, რბოლაში ჩართული ეტლით მოსარგებლე თუ მოცურავე, Apple Watch-ის Workout-ის აპლიკაცია, ძილის მეტრიკის საზომები თუ ყოველდღიური ვარჯიშის ხელსაწყოები ყველასთვის ხელმისაწვდომია. მხედველობის დაქვეითების შემთხვევაში, iPhone-ის მომხმარებლებისთვის Point-ისა და Speak-ის ფუნქციებიც აქვს შექმნილი. AssistiveTouch-იც, რათა, მაგალითად, ზედა კიდურის არმქონე ადამიანს, Apple Watch-ის ცალი ხელით გამოყენების საშუალება მისცეს…
Apple-ის კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო TBWA\Media Arts Lab-მა იმუშავა.